პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ემანუელ მაკრონი: “უკრაინისთვის უსამართლო მშვიდობის თავს მოხვევა ახალი ომის წინაპირობას შექმნის, ევროპამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს”

ნატო

ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინისთვის უსამართლო მშვიდობის თავს მოხვევა მომდევნო ომის წინაპირობა გახდება და ევროპას დაუცველს დატოვებს. საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინის ადგილი ნატო-შია და ევროპამ კიევის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს.

ემანუელ მაკრონი: “უკრაინისთვის უსამართლო მშვიდობის თავს მოხვევა ახალი ომის წინაპირობას შექმნის, ევროპამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს”
POSTV

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები უშუალოდ ეხება ევროპას, რადგან უკრაინის უსაფრთხოება მთელი კონტინენტის უსაფრთხოებას განსაზღვრავს.

„ის, რაც უკრაინაში ხდება, პირდაპირ გვეხება. სასწორზე ჩვენი საერთო უსაფრთხოებაა. უკრაინის დახმარება თავდაცვის სფეროში საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის დაცვასაც ნიშნავს. რუსეთი ევროპულ ქვეყანას ძალადობით საკუთარ ნებას თუ მოახვევს თავს, მთელი ევროპა დასუსტდება“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, უკრაინის საკითხი ხუთშაბათსა და პარასკევს დუბლინში გამართული დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მაკრონის განცხადებით, შეხვედრებზე ევროპელმა ლიდერებმა ერთიანობა ორ პრიორიტეტთან დაკავშირებით დაადასტურეს.

„პირველი არის უკრაინის დახმარება ზამთრის გადატანაში. უკრაინელები აგრძელებენ წინააღმდეგობას ისეთი გამბედაობით, რომელიც აღფრთოვანებას იწვევს“, – წერს მაკრონი.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკელ წარმომადგენლებთან ბოლო მოლაპარაკებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკება არ სურს. მაკრონის თქმით, რუსეთის არმია წინსვლას ვერ ახერხებს, უკან იხევს და მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის. ამის მიუხედავად, პუტინი ცდილობს, უკრაინა დააჩოქოს, რისთვისაც აძლიერებს იერიშებს მშვიდობიან მოსახლეობაზე.

„ჩვენი პასუხისმგებლობაა, ეს მცდელობა ჩავუშალოთ. ეს ნიშნავს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შენარჩუნებას და მის დახმარებას მოსახლეობის, ელექტროსადგურებისა და ელექტროქსელების დაცვაში“, – წერს მაკრონი.

მისივე თქმით, მათ, ვისაც უკრაინისთვის რესურსების შეზღუდვა სურთ, საბოლოოდ კიევისთვის უსამართლო მშვიდობის თავს მოხვევა და მისი მუდმივად მოწყვლად მდგომარეობაში დატოვება უნდათ, რაც, თავის მხრივ, ევროპასაც დაუცველს გახდის.

„ეს დამარცხების განწყობაა. ეს მომდევნო ომის წინაპირობაა. საფრანგეთის პოზიცია ასეთი ვერ იქნება“, – წერს მაკრონი.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მეორე პრიორიტეტი უკრაინასთან ერთად სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მუშაობაა. მისი შეფასებით, ამ პროცესში ევროპამ სრულფასოვანი მონაწილეობა უნდა მიიღოს, რადგან კონტინენტის უსაფრთხოება უკრაინაში დამყარებულ მშვიდობაზეც არის დამოკიდებული.

მაკრონის განცხადებით, ევროპული საბჭოს გუშინდელ შეხვედრაზე ლიდერებმა ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ახლა აუცილებელია, ევროპამ მკაფიოდ განაცხადოს, მათ შორის რუსეთის გასაგონადაც, როგორი უნდა იყოს ომის შემდგომი პერიოდი. ამასთან, ევროპელმა პარტნიორებმა უნდა განსაზღვრონ, რას ელოდებიან შეერთებული შტატებისგან ევროპის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მაკრონი მიიჩნევს, რომ უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი სახმელეთო არმია ჰყავს, ნატო-სთან ერთად მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს ევროპის უსაფრთხოების სისტემაში. მისი თქმით, უკრაინის ადგილი ნატო-შია.

„ჩვენი მიზანი ნათელია: უკრაინისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობის უზრუნველყოფა, შემდეგ კი ყველასთან ერთად მუშაობის გაგრძელება ევროპის საერთო უსაფრთხოების სისტემის გასაძლიერებლად. სწორედ ასე დავიცავთ გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინელებს, ფრანგებსა და ყველა ევროპელს“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოემანუელ მაკრონი: ვინც ცდილობს უკრაინის რესურსების შეზღუდვას, საბოლოო ჯამში, სურს აიძულოს ის წავიდეს უსამართლო მშვიდობაზე. ეს არის რეცეპტი შემდეგი ომისთვის
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ემანუელ მაკრონი - უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციონალური არმია ჰყავს, საკვანძო როლი უნდა ჰქონდეს ნატოსთან ერთად - ეს არის ადგილი, სადაც მას სრულად ეკუთვნის ყოფნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები