ევროპელი პარტნიორების, უკრაინისა და აშშ-ის ერთობლივი განცხადება - მოკავშირეების მიზანი ევროპელი პატნიორების მონაწილეობით მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე გადასვლა და ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაა
ევროპელ პარტნიორებს, უკრაინასა და აშშ-ს მიზნად აქვთ მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე გადასვლა და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა, რაც უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოების გარანტიებს დაეფუძნება. ამის შესახებ აბუ-დაბის შეხვედრის წინ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

მოკავშირეების მიზანი ევროპელი პატნიორების მონაწილეობით მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე გადასვლა და ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაა, - ამის შესახებ ევროპელი პარტნიორების, უკრაინისა და აშშ-ის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
აბუ-დაბიში, რუსეთ-უკრაინა-აშშ-ის სამმხრივი შეხვედრის წინ ევროკავშირის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, აშშ-ისა და ნატო-ს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
განცხადების თანახმად, შეხვედრაზე მოკავშირეებმა მჭიდრო კოორდინაცია გააგრძელეს უკრაინაში ომის დასრულებისა და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით შესაბამისი პირობების შექმნის საკითხზე, მათ შორის, ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში უსაფრთხოების მტკიცე გარანტიების მხარდაჭერაზე.
„მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ნებისმიერმა მომავალმა შეთანხმებამ პატივი უნდა სცეს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების პრინციპებს, ასევე, უკრაინისთვის სანდო უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე, მოლაპარაკებების კიდევ ერთი საკითხი იყო ის, თუ როგორ უნდა მოხდეს არსებული ევროპული უსაფრთხოების ინსტიტუტებისა და შეთანხმებების საფუძველზე ახალი მექანიზმების შექმნა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ.
„მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ომის შემდგომი უსაფრთხოების საკითხების მოგვარება და კონფლიქტის რისკების შემცირება აუცილებელია. მათ განიხილეს, თუ როგორ უზრუნველყონ რისკების მართვისა და სახიფათო ესკალაციის თავიდან აცილების ძლიერი მექანიზმები. მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთო ერთგულება ომის შემდგომი ევროპული უსაფრთხოების მყარი არქიტექტურისა და შეთანხმებების მიმართ. ასევე, მკაფიოდ აღნიშნეს, რომ ძლიერი ნატო ევროატლანტიკური კოლექტიური თავდაცვის ცენტრალურ ნაწილად დარჩება“, - წერია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპელი პარტნიორები, უკრაინა და აშშ მოლაპარაკებების პროცესის განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ.
ციტატები სტატიიდან
„მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ნებისმიერმა მომავალმა შეთანხმებამ პატივი უნდა სცეს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების პრინციპებს, ასევე, უკრაინისთვის სანდო უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…