U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ესპანეთთან 17:23 დამარცხდა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს გუნდს ზედიზედ მეორედ მოუგო ფინალური შეხვედრა.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 17:23 დამარცხდა.
შეგახსენებთ, ჩვენმა გუნდმა 1/4-ფინალში პოლონეთი 45:5, ნახევარფინალში კი ნიდერლანდები 24:19 დაამარცხა.
2025 წლამდე, საქართველო ჩემპიონი ზედიზედ 6-ჯერ გახდა, გასულ წელს ესპანეთმა 16:11 მოუგო და ამჯერადაც გაიმარჯვა.
პრაღა. „მარკეტა სთედიუმი“
საქართველო - ესპანეთი 17:23
საქართველო
ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა, 14. ლუკა მუშკუდიანი, 13. გოგა ბერიძე, 12. მიხეილ მგალობლიშვილი, 11. ალექსანდრე მამაიაშვილი, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;
შერკინება: 1. ლუკა ბარბაქაძე, 2. ალექსანდრე გამყრელიძე, 3. გიორგი ბერძენიშვილი, 4. ნიკოლოზ ფანცულაია, 5. ლუკა შულაია, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. გიორგი სუთიაშვილი, 8. მათე ბერუაშვილი (კაპ.).
მარქაფა: 16. საბა ჯიბღაშვილი, 17. საბა მერებაშვილი, 18. საბა მაჭარაშვილი, 19. დავით ლაცაბიძე, 20. ნიკოლოზ ხარებავა; 21. ალექსანდრე გაგუა, 22. ნიკოლოზ ჩაჩანიძე, 23. რეზი ცხვედიანი; 24. ნიკა ჯანგულაშვილი, 25. ბართლომე ხამაშურიძე, 26. გეგა გიორგობიანი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…