18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
საქართველოს 18-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ნიდერლანდებს ხუთი ცვლილებით დაუპირისპირდება. გიორგი ნემსაძის გუნდი პრაღაში 10 ნოემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე ითამაშებს.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისთვის შემადგენლობა დაასახელა.
1/4-ფინალში პოლონეთის 45:5 დამარცხების შემდეგ, გიორგი ნემსაძის შეგირდები 10 ნოემბერს ნიდერლანდებს შეხვდებიან, რომელმაც თავის მხრივ პორტუგალიას 20:15 სძლია. „მარკეტა სთედიუმზე“ შეხვედრა ჩვენი დროით 19 საათზე დაიწყება.
სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა. ფრთიდან ცენტრში გადაინაცვლა ალექსანდრე მამაიაშვილმა. მარქაფიდან დაწინაურდა და ცენტრში იწყებს თამაშს ბართლომე ხამაშურიძე, ხოლო ფრთაზე ნიკოლოზ ლაგვილავა დადგება. კვლავ დამწყებთა შორის არიან ღერძი გიორგი ხონელიძე და მათე მახარაძე, მეორე ფრთა ლუკა მუშკუდიანი და ფულბეკი ლუკა ჭაკუა.
როტაციის პრინციპით შეიცვალა ორივე ბურჯი და ნიდერლანდებთან თამაშს საბა მერებაშვილი და გეგა გიორგობიანი იწყებენ. მარქაფიდან დაწინაურდა შერკინების შემკვრელი ლუკა შულაია, გუნდის კაპიტანმა მათე ბერუაშვილმა კი ფლანკერად გადაინაცვლა. კვლავ დამწყებთა შორის არიან კვაჭი ალექსანდრე გამყრელიძე, მეორეხაზელები ნიკოლოზ ხარებავა და ნიკოლოზ ფანცულაია, ასევე მესამეხაზელი გიორგი ქევანიშვილი.
მეორე ნახევარფინალში ესპანეთი მასპინძელ ჩეხეთს ეთამაშება, ფინალი კი 14 ნოემბერს გაიმართება.
რაგბი ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდელთა შორის
ნახევარფინალი. 10 ნოემბერი. პრაღა (ჩეხეთი). „მარკეტა სთედიუმი“
საქართველო - ნიდერლანდები (19:00 საქ. დრო)
საქართველო
ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა, 14. ლუკა მუშკუდიანი, 13. ალექსანდრე მამაიაშვილი, 12. ბართლომე ხამაშურიძე, 11. ნიკოლოზ ლაგვილავა, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;
შერკინება: 1. საბა მერებაშვილი, 2. ალექსანდრე გამყრელიძე, 3. გეგა გიორგობიანი, 4. ნიკოლოზ ხარებავა, 5. ნიკოლოზ ფანცულაია, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. მათე ბერუაშვილი (კაპ.), 8. ლუკა შულაია.
მარქაფა: 16. საბა ჯიბღაშვილი, 17. ლუკა ბარბაქაძე, 18. გიორგი ბერძენიშვილი, 19. დავით ლაცაბიძე, 20. გიორგი სუთიაშვილი; 21. ალექსანდრე გაგუა, 22. ნიკოლოზ ჩაჩანიძე, 23. რეზი ცხვედიანი; 24. გოგა ბერიძე, 25. მიხეილ მგალობლიშვილი, 26. ნიკა ჯანგულაშვილი.
ესპანეთი - ჩეხეთი (21:30)
V ადგილის ნახევარფინალი
ბელგია - გერმანია (14:00)
პოლონეთი - პორტუგალია (16:30)
Rugby.ge
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…