18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
საქართველოს 18-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრები 7 ნოემბერს პრაღაში ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში პოლონეთს დაუპირისპირდება. მატჩი „მარკეტა სთედიუმზე“ საქართველოს დროით 16:30 საათზე დაიწყება.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, 7 ნოემბერს პრაღაში გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში, „მარკეტა სთედიუმზე“ პოლონეთს შეერკინება. მატჩი საქართველოს დროით 16:30 საათზე დაიწყება.
ღერძზე თამაშს გიორგი ხონელიძე და მათე მახარაძე იწყებენ, რომლებმაც ზაფხულში მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ითამაშეს და უდიდესი გამოცდილება შეიძინეს. ცენტრში მიხეილ მგალობლიშვილი და გოგა ბერიძე შეწყვილდებიან, ფრთებზე ალექსანდრე მამაიაშვილი და ლუკა მუშკუდიანი დადგებიან, ფულბეკი კი ლუკა ჭაკუა იქნება.
ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრის სასტარტო შემადგენლობაში არიან პირველხაზელები ლუკა ბარბაქაძე, ალექსანდრე გამყრელიძე და გიორგი ბერძენიშვილი; მეორეხაზელები ნიკოლოზ ხარებავა და ნიკოლოზ ფანცულაია; მესამეხაზელები გიორგი ქევანიშვილი, ნიკა ჯანგულაშვილი და გუნდის კაპიტანი მათე ბერუაშვილი.
მარქაფაში ევროპის ჩემპიონატზე მყოფი ყველა მოთამაშეა შეყვანილი, თუმცა ახალი წესის თანახმად, ახლა მწვრთნელებს მხოლოდ 8 ცვლილების განხორციელების შესაძლებლობა ექნებათ.
ჩვენი გუნდის შერკინებას მარქაფიდან საბა ჯიბღაშვილი, საბა მერებაშვილი, გეგა გიორგობიანი, დავით ლაცაბიძე, ლუკა შულაია და გიორგი სუთიაშვილი, ხოლო ხაზს ალექსანდრე გაგუა, ნიკოლოზ ჩაჩანიძე, რეზი ცხვედიანი, ნიკოლოზ ლაგვილავა და ბართლომე ხამაშურიძე გააძლიერებენ.
გამარჯვების შემთხვევაში საქართველო თასის ნახევარფინალში ნიდერლანდებსა და პორტუგალიას შორის გამარჯვებულს 10 ნოემბერს შეხვდება.
რაგბი ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდელთა შორის
1/4-ფინალი. 7 ნოემბერი. პრაღა (ჩეხეთი). „მარკეტა სთედიუმი“
საქართველო - პოლონეთი (16:30 საქ. დრო)
საქართველო
ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა, 14. ლუკა მუშკუდიანი, 13. გოგა ბერიძე, 12. მიხეილ მგალობლიშვილი, 11. ალექსანდრე მამაიაშვილი, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;
შერკინება: 1. ლუკა ბარბაქაძე, 2. ალექსანდრე გამყრელიძე, 3. გიორგი ბერძენიშვილი, 4. ნიკოლოზ ხარებავა, 5. ნიკოლოზ ფანცულაია, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. ნიკა ჯანგულაშვილი, 8. მათე ბერუაშვილი (კაპ.).
მარქაფა: 16. საბა ჯიბღაშვილი, 17. საბა მერებაშვილი, 18. გეგა გიორგობიანი, 19. დავით ლაცაბიძე, 20. ლუკა შულაია; 21. ალექსანდრე გაგუა, 22. ნიკოლოზ ჩაჩანიძე, 23. რეზი ცხვედიანი; 24. ნიკოლოზ ლაგვილავა, 25. გიორგი სუთიაშვილი, 26. ბართლომე ხამაშურიძე.
ესპანეთი - ბელგია (14:00 საქ. დრო)
ნიდერლანდები - პორტუგალია (19:00 საქ. დრო)
ჩეხეთი - გერმანია (21:30 საქ. დრო)
Rugby.ge
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…