პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აღდგენილი კინომემკვიდრეობა - საქართველოს ეროვნულ არქივში სხვადასხვა ჟანრისა და პერიოდის რამდენიმე კინონამუშევრის რესტავრაცია განხორციელდა

საქართველოს ეროვნულ არქივში სხვადასხვა ჟანრისა და პერიოდის კინონამუშევრები, მათ შორის რეზო ჩხეიძის „ზღვის ბილიკი“, რესტავრირდა და მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

აღდგენილი კინომემკვიდრეობა - 1962 წელს გადაღებული კადრები იმდროინდელი საქართველოს კინემატოგრაფიული ანარეკლია. რეზო ჩხეიძის "ზღვის ბილიკი" მოხუც მეზღვაურზეა, რომელსაც სერგო ზაქარიაძე განასახიერებს და რომელიც ზღვის მიმართ სიყვარულის ჟინს სანაპიროზე სეირნობით იკლავს. ფილმი ნახევარი საუკუნის განმავლობაში საარქივო ფონდში ინახებოდა. ის ერთ-ერთია იმ ნამუშევრებიდან, რომელსაც ეროვნულ არქივში რესტავრაცია ჩაუტარდა.

სწორედ ასე უბრუნდება მაყურებელს წლების განმავლობაში საარქივო ფონდებში დაცული კინომემკვიდრეობა. ამ კადრების ეკრანზე დაბრუნება ხანგრძლივ და შრომატევად პროცესს მოითხოვს. სამუშაოს პირველი ეტაპი ფირის შესწავლაა, სპეციალისტების მთავარი ამოცანა გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესება და ავთენტურობის მაქსიმალურად შენარჩუნებაა.

"ზღვის ბილიკის" გარდა, საქართველოს ეროვნულ არქივში სხვადასხვა ჟანრისა და პერიოდის კიდევ რამდენიმე კინონამუშევრის რესტავრაცია განხორციელდა. მათ შორისაა ნოდარ გუბელაძის 1983 წლის დოკუმენტური ფილმი "აფხაზეთი", რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების აფხაზეთის ყოველდღიურობას ასახავს.

კინომემკვიდრეობის ამ კოლექციას ზაალ კაკაბაძის მუსიკალური ფილმი "კონცერტი-72" ემატება.

არქივში ასევე აღადგინეს 70-იან წლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმი "გალაკტიონ ტაბიძე". ნამუშევარში უნიკალური საარქივო კინოქრონიკაა გამოყენებული, რომელშიც თავად პოეტია აღბეჭდილი.

საქართველოს ეროვნულ არქივში კინოფირების აღდგენის პროცესი გრძელდება, რესტავრირებული ფილმები მაყურებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
„აღდგენილი მეხსიერება: არქივები ტექნოლოგიების ეპოქაში“, - ეროვნული არქივის მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები