საქართველოში ხალხი თირკმელს და ღვიძლს ყიდის - ჟურნალისტური გამოძიება
„შაბათის ეთერის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მოქალაქეები გაჭირვების გამო საკუთარ ორგანოებს ყიდიან, შუამავლები კი მათ 20 000 დოლარს სთავაზობენ.

"ვყიდი და ან ვეძებ თირკმელს" - "შაბათის ეთერმა" არა ერთ ჯგუფში მიაკვლია განცხადებას, რომ მოქალაქეები გაჭირვების გამო, საკუთარ ორგანოებს ყიდიან.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ორგანოებით ვაჭრობა სისხლის სამართლის დანაშაულია და ფულის აღება დონაციის სანაცვლოდ 15 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს. ამის მიუხედავად, როგორც "შაბათის ეთერის" ექსპერიმენტმა აჩვენა, ხალხი რისკზე მიდის, მოთხოვნა დიდია, დონორების პოვნა ჭირს.
ამ საქმეში არსებობენ შუამავლებიც, რომლებიც "კლიენტებს" 20 000 დოლარს სთავაზობენ, რამდენია კონკრეტულად შუამავლის პროცენტი, უცნობია. TV პირველის გამომძიებელი ჟურნალისტი შუამავალთან გასვლას ახერხებს. ქალი, რომელმაც არ იცის, რომ კომუნიკაცია მედიის წარმომადგენელთან აქვს, კლიენტს ეუბნება, რომ ჯგუფებში განცხადება ანონიმურად დაწეროს, რადგან ჩატებში ჟურნალისტებმა შეაღწიეს.
საბოლოოდ, რუსთავში მცხოვრებმა ქალმა "კლიენტთან" ანუ ჩვენს ჟურნალისტთან შიშის გამო შეხვედრა გააუქმა.
კანონი საქართველოში ამბობს, რომ ორგანოს გადანერგვა მხოლოდ ნათესავს შეუძლია, თუ დონორი ნათესავი არ არის, მაშინ სასამართლომ უნდა დაადგინოს მათ შორის ემოციური კავშირი. უფლებადამცველების განცხადებით, შავ ხვრელად სწორედ კანონის ამ ჩანაწერს იყენებენ.
უფლებადამცველები ხედავენ რისკს, რომ ჩანაწერს კანონში, რომელიც დონორს უფლებას აძლევს არანათესავს თირკმელი გადაუნერგოს, შავი ბაზრის სამუშაოდ იყენებენ. გაუმჭვირვალე და ბუნდოვანია, როგორ ადგენს მოსამართლე ემოციურ კავშირს და იძლევა დადგენილების უფლებას.
ერთ-ერთი შუამავალი, რომელმაც მისი ვინაობის გამხელა მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ისურვა, ყვება, რომ თირკმლის გაყიდვის მსურველთა რიცხვი ცოტა არ არის. ქალები, რომლებიც სუროგაციით იყვნენ დაკავებულები, მას შემდეგ რაც ბავშვის გაჩენას ვერ ახერხებენ, თირკმლის ან ღვიძლს ყიდიან.
ვრცლად თამთა დოლენჯაშვილის რეპორტაჟში
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…