პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დიდი პოლიტიკური შეკრება ჩინეთში - 19 ნოემბერს ქალაქი ჟენშენი აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების ისტორიულ შეხვედრას უმასპინძლებს

ნატო

19 ნოემბერს ქალაქი ჟენშენი აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრას უმასპინძლებს, სადაც მთავარი თემა ბირთვული იარაღის შემცირება იქნება, თუმცა მოლაპარაკებების ინტერესში არ შევა უკრაინა.

დიდი პოლიტიკური შეკრება ჩინეთში - 19 ნოემბერს, ქალაქი ჟენშენი აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების ისტორიულ შეხვედრას უმასპინძლებს. თეთრი სახლის ინფორმაციით, მთავარი თემა მსოფლიოში ბირთვული იარაღის შემცირების საკითხი იქნება. მსოფლიოს უმსხვილესი ბირთვული სახელმწიფოების ლიდერები, სავარაუდოდ, ირანის საკითხსაც განიხილავენ. თუმცა, მოლოდინის მიუხედავად, საერთაშორისო მედია წერს, რომ სამმხრივი მოლაპარაკების ინტერესი უკრაინა არ იქნება. შეხვედრა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში გაიმართება.

ისტორიული შეხვედრის მაგიდაზე უკრაინის საკითხი არ დევს, თუმცა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე და ომის შეწყვეტის შესაძლებლობაზე, სამმხრივი შეხვედრები ჯერ აბუ-დაბიში გამართეს, შემდეგ კი, ამ მოლაპარაკების შედეგები პირადად პუტინს და ზელენსკის გააცნეს. ომში მყოფი მხარეები საომარი მოქმედებების დაწყებიდან ყველაზე მასშტაბურ ტყვეთა გაცვლაზე შეთანხმდნენ, თუმცა მედია წერს, რომ ამ მცირე პროგრესის მიუხედავად, არ არის წინსვლა ტერიტორიულ დავებთან დაკავშირებით.

როდის გაიმართება მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, ჯერ უცნობია, თუმცა გარკვეულია ის, რომ ფართოვდება მომლაპარაკებელთა წრე. დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი დარწმუნებულია, რომ პროცესში ევროპელების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების მექანიზმს უფრო მოქნილს გახდის.

უკვე მიღწეულია შეთანხმებაც, რომელი ქვეყნები წარმოადგენენ ევროპას მოლაპარაკებათა მაგიდასთან. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განმარტებით, ევროკავშირის პოზიცია გარკვეულია, რადგან ევროპის უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებით იწყება. მისივე თქმით, ევროკავშირი მიესალმება ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამს.

კრემლი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებაშიევროპის ქვეყნების მონაწილეობისთვის ღიაა, თუ მათ რეალურად სურთ მშვიდობაში წვლილის შეტანა. რუსეთის ოფიციალური პირები ასევე გამოდიან მოწოდებით ომთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების განხილვამდე, შემუშავდეს ფართო შეთანხმება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე.

მოსკოვს, როგორც "ნიუ იორკ თაიმსი" წერს, სურს ნატომ ჯარები 1997 წლის პოზიციებზე დააბრუნოს. ეს გულისხმობს პოლონეთიდან, ბალტიის ქვეყნებიდან და აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებიდან მოკავშირეების იმ სამხედრო ძალებისა და შეიარაღების გაყვანას, რომლებიც იქ 1997 წლის 27 მაისის შემდეგ განთავსდა. მოთხოვნა ამ ქვეყნების ნატოდან გასვლას არ ნიშნავს, თუმცა მათ ტერიტორიაზე მოკავშირეების სამხედრო ძალის ყოფნას მკვეთრად ზღუდავს. გამოცემის ცნობით, რუსულმა მხარემ ეს მოთხოვნა აბუ-დაბიში გამართული სამმხრივი შეხვედრის დროს დააყენა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინის დელეგაცია გაემგზავრა აბუ-დაბიში, სადაც 10-11 ნოემბერს სამმხრივი მოლაპარაკებებია დაგეგმილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები