პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროპა ხუთი სახელმწიფოს ჯგუფით წარდგება უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე

ნატო

ანტონიუ კოშტას განცხადებით, უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ევროპას ხუთი წამყვანი სახელმწიფო და ევროკავშირი წარადგენენ. ფრიდრიხ მერცი კრემლის მოთხოვნებს უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე „ძველ თამაშს“ უწოდებს.

ევროპა ხუთი სახელმწიფოს ჯგუფით წარდგება უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე
რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე ევროპის გუნდს დააკომპლექტებს ხუთი წამყვანი სამხედრო ძალა - ევროკავშირის არაწევრი დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, გერმანია, იტალია და პოლონეთი, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტები - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ 13 ნოემბერს. მის სიტყვებს ავრცელებს სააგენტო Reuters-ი.

"ევროპამ ერთი, მკაფიო და საერთო ხმით უნდა ილაპარაკოს ყველა დისკუსიაში, რომლებიც მიემართება უკრაინის მომავალს და ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებას. ეს, საბოლოო ანგარიშით, ჯგუფური ძალისხმევაა" - თქვა კოშტამ დუბლინში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ.

კრემლმა 13 ნოემბერს გამოაცხადა, რომ რუსეთი ღიაა ევროპის ქვეყნების მონაწილეობისთვის უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებაში - თუ მათ რეალურად სურთ მშვიდობაში წვლილის შეტანა, დასძენს მოსკოვი. რუსეთის ოფიციალური პირები ასევე გამოდიან მოწოდებით ომთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების განხილვამდე შემუშავდეს ფართო შეთანხმება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე.

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა კრემლის განცხადებებს უწოდა "ნაცნობი ძველი თამაში" და თქვა, რომ ევროპა და აშშ მკაფიო მესიჯზე არიან შეთანხმებული.

"არ იქნება უკრაინის შესახებ დისკუსია უკრაინის გარეშე, და ევროპის შესახებ დისკუსია ევროპის გარეშე. ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ მოლაპარაკების საჭიროება არ არსებობს. ის უკვე გვაქვს" - უთხრა მერცმა ჟურნალისტებს სამიტის მსვლელობისას.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა ხუთშაბათს მოსკოვში თქვა, რომ ევროპელ პარტნიორებთან დაწყებული აქვს დისკუსიები კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურაზე.

მიმდინარე კვირაში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და ევროკავშირის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს აბუ-დაბიში გამართულ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებაში, სადაც კიევიც და მოსკოვიც გარკვეულ პროგრესზე ლაპარაკობდნენ - თუმცა გარღვევა არ მომხდარა მნიშვნელოვან თემებზე, მაგალითად ტერიტორიულ საკითხებზე.

ევროკავშირის ოფიციალური პირების განცხადებით, სამომავლო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლები სავარაუდოდ იქნებიან ხუთი სახელმწიფოს მრჩევლები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ასევე ევროკომისიის და ევროპული საბჭოს დელეგატები. მოელიან, რომ მოლაპარაკებებზე წარმოდგენილი იქნება ნატოც.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიანტონიო კოშტა - სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ევროპას დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, იტალია და ევროპული ინსტიტუტები წარმოადგენენ
  2. რუსთავი 2სამთავრობოსამშვიდობო მოლაპარაკებებზე ევროპას ევროკავშირის ინსტიტუტები და გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია და პოლონეთი წარმოადგენენ
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინის დელეგაცია გაემგზავრა აბუ-დაბიში, სადაც 10-11 ნოემბერს სამმხრივი მოლაპარაკებებია დაგეგმილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები