პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საერთაშორისო ასპარეზობა "თბილისი ოფენი" მიმდინარეობს

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარეობს კარატეს საერთაშორისო ტურნირი „თბილისი ოფენი“, რომელშიც 5 ქვეყნის 500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში მოსახვედრად.

ხუთი ქვეყანა, 500-ზე მეტი კარატისტი და ბრძოლა საქართველოს ნაკრებში მოსახვედრად. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში "თბილისი ოფენი" მიმდინარეობს.

საერთაშორისო ტურნირის შედეგებით ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებები დაკომპლექტდება. დღეს უფროსი ასაკის სპორტსმენები ასპარეზობენ, ხვალ კი მედლებისთვის ბრძოლაში უმცროსებიც ჩაერთვებიან.

ღონისძიებაზე საპატიო სტუმარია ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი.

"ძალიან კარგი შთაბეჭდილებები დამრჩა, მყავს ბევრი მეგობარი და ხშირად ვადევნებ თვალს. მიხარია ის, რომ ვარ საპატიო სტუმარი, ჩემთვის დიდი მოტივაციაა ეს ყველაფერი. მიხარია, რომ ახალ თაობას გვერდში ვუდგავარ და მოტივაციას ვაძლევ, რომ გახდნენ დიდი ჩემპიონები", - აღნიშნავს ეთერ ლიპარტელიანი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისის საკრებულოში საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტისა და IBSA-ს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები