პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკის განცხადებით, აშშ-მა უკრაინას დონბასის დათმობის სანაცვლოდ ნატოში გაწევრიანება შესთავაზა

ნატო

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-მა მოლაპარაკებებისას იკითხა, მზად იყო თუ არა უკრაინა ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ დონბასიდან ჯარების გასაყვანად. მისი თქმით, თუ ეს წინადადება ნატოს წევრებისგან დადასტურდება, ის გადაწყვეტილებას საზოგადოებას ჰკითხავს.

ზელენსკის განცხადებით, აშშ-მა უკრაინას დონბასის დათმობის სანაცვლოდ ნატოში გაწევრიანება შესთავაზა
რუსთავი 2

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მოლაპარაკებების დროს ამერიკულმა მხარემ უკრაინას ჰკითხა, მზად იყო თუ არა, ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ დონბასის კონტროლირებადი ნაწილიდან ჯარები გაეყვანა. პრეზიდენტის თქმით, ამერიკელებმა თავდაპირველად დააყენეს საკითხი, გავიდოდა თუ არა უკრაინა დონბასიდან, თუ ის ნატოში გაწევრიანდებოდა.

"მე არაერთხელ მითქვამს: უკრაინა უკან არ იხევს და თავის მიწებს ტერორისტებს არ უთმობს. ამერიკელებმა იკითხეს: "თუ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, გავა თუ არა უკრაინა დონბასიდან?" ეს პირველი შემთხვევა იყო. ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან განვიხილავთ ყოვლისმომცველ უსაფრთხოების პაკეტს, რომლის შემოთავაზებაც მათ შეუძლიათ მოლაპარაკებების დროს: იარაღი, გარკვეული პერიოდის ფინანსური მხარდაჭერა და Prosperity Plan, აღდგენის გეგმა, რომელიც მხარდაჭერილია მკაფიოდ განსაზღვრული წყაროებიდან მიღებული დაფინანსებით", - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, თუ ამერიკული მხარე ამ საკითხს ნატოს სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად დაადასტურებს, ის აზრს საზოგადოებას ჰკითხავს.

"მაშინ ხალხს ვკითხავ: ვიღებთ თუ არა ამ წინადადებას? არ მაქვს უფლება, ეს გადაწყვეტილება საკუთარი შეხედულებისამებრ მივიღო. თუმცა საჭიროა კონკრეტული დეტალები, რომლებიც ამ ეტაპზე ჯერ არ არსებობს და საკითხის გარშემო მსჯელობა კვლავ მიმდინარეობს", - განაცხადა ზელენსკიმ.

წყარო: eurointegration

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურივოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკელებმა გვკითხეს, მზად არის თუ არა უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, დონბასიდან ჯარების გასაყვანად
  2. იმედინიუსისამთავრობოზელენსკის განცხადებით, აშშ-მა უკრაინას ნატოში წევრობა დონბასის სანაცვლოდ შესთავაზა
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიზელენსკი: აშშ-ის წარმომადგენლებმა დააყენეს ნატოზე დონბასის გაცვლის საკითხი
  4. ფორმულაოპოზიციურიზელენსკი: აშშ-მ დონბასიდან ჯარის გაყვანის სანაცვლოდ, NATO-ში გაერთიანება შემოგვთავაზა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკელები ფიქრობენ, რომ ომის შესაჩერებლად, ჩვენი ტერიტორიიდან უნდა გავიდეთ - შეუძლებელია ჩვენთან ასე საუბარიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები