ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკი: უკრაინა მზადაა ნატოში არ გაწევრიანების საკითხი განიხილოს, თუ კიევს სხვა გარანტიებს მისცემენ

ნატო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზადაა ნატოში არგაწევრიანების საკითხი განიხილოს, თუ დასავლელი პარტნიორები ალიანსის მსგავს უსაფრთხოების იურიდიულ გარანტიებს შესთავაზებენ.

ზელენსკი: უკრაინა მზადაა ნატოში არ გაწევრიანების საკითხი განიხილოს, თუ კიევს სხვა გარანტიებს მისცემენ
ზელენსკი: უკრაინა მზადაა ნატოში არ გაწევრიანების საკითხი განიხილოს, თუ კიევს სხვა გარანტიებს მისცემენიმედინიუსი

უკრაინის ხელისუფლება მზადაა ნატოში არ გაწევრიანების შესახებ მსჯელობა დაიწყოს, თუ დასავლელი პარტნიორები კიევს ალიანსის მსგავს უსაფრთხოების სხვა გარანტიებს შესთავაზებენ, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში.

„ჩვენი ჯარი არის რეალური გარანტია და თავისი გამოცდილებისა და პირადი შემადგენლობის მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით მზად არის გააძლიეროს ევროპული ძალები. ნატოში წევრობა ერთიან თავდაცვით ალიანსში მონაწილეობას ნიშნავს, რაც ქვეყანას მოკავშირის იურიდიულ უფლებებს აძლევს. ევროკავშირში გაწევრიანება ევროკავშირზეა დამოკიდებული, ხოლო ნატოში გაწევრიანება - როგორც ევროკავშირზე, ისე შეერთებულ შტატებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, თუ ნატოში უკრაინის გაწევრიანების შესახებ საუბარი არ არის, მაშინ შესაბამისი ალტერნატივა უნდა არსებობდეს.

„ნატო თუ არა, მაშ, რას გვთავაზობენ სანაცვლოდ? მზად ვართ განვიხილოთ შესაფერისი გარანტიები, თუნდაც სხვა სახელით, ოღონდ იმ პირობით, რომ მათ მსგავსი იურიდიული ძალა ექნებათ“, - დასძინა მან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენი ჯარი არის რეალური გარანტია და თავისი გამოცდილებისა და პირადი შემადგენლობის მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით მზად არის გააძლიეროს ევროპული ძალები. ნატოში წევრობა ერთიან თავდაცვით ალიანსში მონაწილეობას ნიშნავს, რაც ქვეყანას მოკავშირის იურიდიულ უფლებებს აძლევს. ევროკავშირში გაწევრიანება ევროკავშირზეა დამოკიდებული, ხოლო ნატოში გაწევრიანება - როგორც ევროკავშირზე, ისე შეერთებულ შტატებზე“
„ნატო თუ არა, მაშ, რას გვთავაზობენ სანაცვლოდ? მზად ვართ განვიხილოთ შესაფერისი გარანტიები, თუნდაც სხვა სახელით, ოღონდ იმ პირობით, რომ მათ მსგავსი იურიდიული ძალა ექნებათ“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
არც ტრამპს, არც მასკს და არც სხვას, მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა - ვოლოდიმირ ზელენსკიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები