[VIDEOS] ბითაძის ჩხუბი NBA-ის ყოფილ ჩემპიონთან და "ორლანდოს" მარცხი "ვაშინგტონთან"
NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ 96:116 დამარცხდა. მატჩის ბოლო მეოთხედში ქართველი კალათბურთელი კრის მიდლტონთან დაპირისპირების გამო ტექნიკური ჯარიმით დაისაჯა.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქი" "ვაშინგტონ ვიზარდსთან" სტუმრად 96:116 დამარცხდა.
გოგა ბითაძემ მოედანზე 14:53 წუთი გაატარა, რა დროშიც 1 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი დააგროვა.
შეხვედრის ბოლო მეოთხედში გოგასა და NBA-ისე ყოფილ ჩემპიონ, კრის მიდლტონს შორის დაპირისპირება მოხდა. ორივე მოთამაშე პოზიციის მოგებისთვის იბრძოდა, რაც ვეტერანმა ამერიკელმა გააპროტესტა. მას შემდეგ, რაც სიტუაცია განიმუხტა, მსაჯმა ორივე მათგანი ტექნიკური ჯარიმით დასაჯა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე კიშონ ჯორჯი გახდა. ახალგაზრდა კალათბურთელმა 36 წუთში 24 ქულა, 3 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა.
"ორლანდო" 7 გამარჯვებითა და 9 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. ბითაძის გუნდი მორიგ მატჩს 25 ნოემბერს, "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ გამართავს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…