პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში გოგა ბითაძემ „ორლანდო მეჯიქის“ გამარჯვებაში 12 ქულით წვლილი შეიტანა. ქართველმა ცენტრმა მატჩი 100-პროცენტიანი სიზუსტით ჩაატარა და 5-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

NBA-ს რეგუარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში „ორლანდო მეჯიქმა“ საკუთარ კედლებში „მილუოკი ბაქსი“ 107-99 დაამარცხა. წარმატებაში საკუთარი გამორჩეული და ძალზე ეფექტური სიტყვა თქვა საქართველოს ნაკრების ცენტრმა, გოგა ბითაძემ, რომელმაც პარკეტზე გატარებული დრო მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოიყენა.

ქართველმა ცენტრმა სეზონში საუკეთესო შედეგი აჩვენა და გუნდს 12 ქულა შესძინა. აღსანიშნავია, რომ გოგამ სროლებში აბსოლუტური, 100-პროცენტიანი სიზუსტე აჩვენა: მან 5-ივე ორქულიანი ჩააგდო (FG: 5-5), ხოლო საჯარიმო ხაზიდან ორივე ცდა (2-2) გამოიყენა.

ბითაძის ანგარიშზე ასევე იყო 4 მოხსნა (აქედან 2 შეტევაში), 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება. მნიშვნელოვანია, რომ გოგას ქულების ზუსტად ნახევარი ფრანც ვაგნერის პასების შემდეგ, სანახაობრივი ალე-უპებით (alley-oop dunks) ჩატენვებით მოგროვდა. მისმა ენერგიამ და საიმედო თამაშმა დაცვაში და შეტევაში (რაც მის +19 პლუს-მინუს მაჩვენებელშიც აისახა) „მეჯიქს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

მატჩში გამორჩეული ლიდერები ჰყავდათ: ფრანც ვაგნერმა 35 ქულა მიითვალა და კარიერის პირველ ტრიპლ-დუბლს სულ ორი მოხსნა დააკლდა (9 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა), დესმონდ ბეინმა გუნდს 21 ქულა შემატა, ხოლო ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ტრისტან და სილვამ 12 ქულა ჩააგდო.

ამ გამარჯვების შემდეგ „ორლანდო მეჯიქი“ 5 მოგებითა და 7 მარცხით (5-7) აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი სტუმრად, კონფერენციის ლიდერ „ბოსტონ სელტიქსთან“ (10-2) გამართავს ორშაბათს, 17 ნოემბერს, თბილისის დროით 04:00 საათზე.

GBF

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოგოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები