ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა

ორლანდო მეჯიქი NBA-ს რეგულარულ სეზონში ტორონტო რეპტორსთან 99:129 დამარცხდა. გოგა ბითაძემ შეხვედრაში 11 წუთი ითამაშა და გუნდს 6 ქულა შესძინა.

ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდასპორტალი

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ახალ სეზონში რთული პერიოდი აქვს „ორლანდო მეჯიქს“, რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე იცავს. ფლორიდელებმა მიმდინარე ჩემპიონატში უკვე მეოთხე შეხვედრა ჩაატარეს და აქტივში მხოლოდ 1 გამარჯვება აქვთ.

მორიგი მატჩი „მეჯიქმა“ ტორონტოში, სანდრო მამუკელაშვილის ყოფილ კლუბ „ტორონტო რეპტორსთან“ გამართა და დიდი ანგარიშით, 99:129 დამარცხდა. ორლანდოელები ანგარიშში თავიდანვე ჩამორჩნენ, შეხვედრის ყველა მეოთხედი დათმეს და მოგების შანსი ფაქტობრივად არ ჰქონია.

გუნდს კიდევ უფრო გაუჭირდა ლიდერის, ტრავმირებული პაოლო ბანკეროს არყოფნაში. სტუმართა შემადგენლობაში საუკეთესო სათადარიგო ფორვარდი ტრისტან და სილვა იყო 20 ქულით, თუმცა დანარჩენებმა 15-ქულიანი ზღვარის გადალახვა ვერ შეძლებდნენ.

რაც შეეხება სასტარტო ცენტრ ვენდელ კარტერს, მან პარკეტზე 26 წუთი გაატარა და თამაშიდან მხოლოდ 1 ტყორცნა გამოიყენა (3 ქულა). სათადარიგო სკამიდან ჩაერთო გოგა ბითაძე, რომელმაც 11 წუთში საკუთარ გუნდს 6 ქულა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოუტანა. ქართველმა ცენტრმა სროლებში სრული სიზუსტე აჩვენა — ზუსტად გამოიყენა ერთადერთი ორქულიანი და ოთხივე საჯარიმო. გოგას პასივში 1 დაკარგვა და 2 პერსონალური ფოლი ჰქონდა, ხოლო იმ პერიოდში, რაც მან მოედანზე გაატარა, „ორლანდომ“ მასპინძლებზე 9 ქულით ნაკლები ჩააგდო.

GBF

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები