პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-ს ცნობით, საპატრულო პოლიციამ ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკის, მათ შორის 49 შეკვრა „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
"სამართალდამცველებმა ბრალდებული ბათუმში, ავტომობილით გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ მამაკაცის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი ოდენობით ნარკოტიკი, მათ შორის 49 შეკვრა "ტეტრაჰიდროკანაბინოლი".
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…