პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

RAF-ის ტურნირზე საბა ლაზიშვილი იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება

ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი 14 ნოემბერს, აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე UFC-ის ყოფილ ვარსკვლავ იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება.

RAF-ის ტურნირზე საბა ლაზიშვილი იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება
რუსთავი 2

ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი, 14 ნოემბერს, აბუ-დაბიში გასამართ ტურნირზე UFC-ის ყოფილ ვარსკვლავს, იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება, - ინფორმაცია Real American Freestyle-მა (RAF) ოფიციალურად დაადასტურა.

ცნობისთვის, ფეიბერს უმარ ნურმაგომედოვთან უნდა ეჭიდავა, თუმცა RAF-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური პოსტერის თანახმად, მის წინააღმდეგ ხალიჩაზე ქართველი გავა.

11 ნოემბერს, აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი, რამდენიმე პირთან ერთად, მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს თავს ზურგიდან მიპარვით დაესხა. თავდამსხმელებს უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის ერთ-ერთ წევრს სასამართლომ ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა. ასევე, მათი ქვეყნიდან დეპორტაციაც მოხდება.

სასამართლომ, დვალიშვილსა და ლაზიშვილს ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის 50 000 დირჰემის გადახდა დააკისრა.

ქართველების ჯარიმების გადახდა ორგანიზაცია RAF-მა საკუთარ თავზე აიღო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. სპორტალინეიტრალურისაბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
  2. იმედინიუსისამთავრობოსაბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება, მერაბ დვალიშვილის მეტოქე კი მარლონ მორაეში იქნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს, თავდამსხმელებს პატიმრობა შეეფარდათწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები