პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მერაბ დვალიშვილი: გამათავისუფლეს და თავს კარგად ვგრძნობ... იმედი მაქვს, ყველა დანარჩენსაც გაათავისუფლებენ - მე მათ არ ვუჩივლებ

აბუ-დაბიში დაკავებული ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აცხადებს, რომ ციხიდან გაათავისუფლეს, თავს კარგად გრძნობს და მომხდარი ინციდენტის მონაწილეებს არ უჩივლებს.

მერაბ დვალიშვილი: გამათავისუფლეს და თავს კარგად ვგრძნობ... იმედი მაქვს, ყველა დანარჩენსაც გაათავისუფლებენ - მე მათ არ ვუჩივლებ
იმედინიუსი

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ თავს კარგად გრძნობს და ჯანმრთელადაა.

მან აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში UFC-ის მებრძოლებთან, ძმებ ნურმაგომედოვებთან და მათ თანმხლებ პირებთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა და იმედი გამოთქვა, რომ მათაც გაათავისუფლებენ.

„მინდა ყველას შევატყობინო, რომ გამათავისუფლეს და თავს კარგად ვგრძნობ, ჯანმრთელად ვარ და მზად ვარ, გავაგრძელო. მადლობა აბუ-დაბიში ყველას, ვინც ამ საკითხის მოგვარებაში დამეხმარა. მიყვარს აბუ-დაბიში სტუმრობა და მიხარია, რომ აქ მიმიღებენ. იმედი მაქვს, ყველა დანარჩენსაც გაათავისუფლებენ - მე მათ არ ვუჩივლებ. მშვიდობა და ყველასთვის საუკეთესო მინდა. მადლობა ყველას სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის“, - დაწერა დვალიშვილმა.

როგორც ცნობილია, აბუ-დაბიში, სადაც RAF-ის მორიგი ეტაპი უნდა გაიმართოს, მერაბ დვალიშვილს სასტუმროში უკნიდან მიპარვით UFC-ის მებრძოლები, ძმები ნურმაგომედოვები და მათი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. დვალიშვილთან ერთად კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, საბა ლაზიშვილი იყო.

მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს აბუ-დაბის სასამართლომ 50-50 ათასიანი ჯარიმა შეუფარდა, ხოლო ნურმაგომედოვების გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. სპორტალინეიტრალურიდვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
  2. TV პირველიოპოზიციური"ვიმედოვნებ, რომ ყველას გაათავისუფლებენ"- მერაბ დვალიშვილი საჩივრის შეტანას არ აპირებს
  3. ალიაოპოზიციურიჩივილს არ ვაპირებ. მშვიდობა და ყველასთვის საუკეთესო მინდა… – მერაბ დვალიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დვალიშვილი-ნურმაგომედოვის ინციდენტზე პოლიციამ 10 პირი დააკავა - ყველანი პოლიციაში რჩებიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები