აშშ-ის ტრანსპორტის მდივანი: აშშ-ის აეროპორტებში ფრენები საკომუნიკაციო პრობლემის გამო შეჩერდა
აშშ-ის ტრანსპორტის მდივნის, შონ დაფის განცხადებით, ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ საკომუნიკაციო პრობლემის გამო ქვეყნის მასშტაბით ყველა აეროპორტში ფრენები დროებით შეაჩერა.

აშშ-ის ტრანსპორტის მდივნის, შონ დაფის განცხადებით, ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) ქვეყნის მასშტაბით ყველა აეროპორტში ფრენები დროებით შეაჩერა.
მისი თქმით, შეზღუდვის მიზეზი საკომუნიკაციო პრობლემა გახდა, რომელმაც საჰაერო მოძრაობის მართვის ყველა საკონტროლო ცენტრი მოიცვა.
„FAA-ს ტექნიკოსები ამ პრობლემას იკვლევენ. როგორც კი ახალი დეტალები გვექნება, დაუყოვნებლივ გაცნობებთ“, - წერს შონ დაფი სოციალურ ქსელში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…