პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„არაფერს გამოვრიცხავთ“ - აშშ-ის მთავრობა ფრენების მასშტაბურ შეჩერებასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს

აშშ-ის მთავრობა ფრენების შეჩერებასთან დაკავშირებით არცერთ ვერსიას არ გამორიცხავს, თუმცა შიდა უსაფრთხოების მდივანი მარკვეინ მალინი აცხადებს, რომ კიბერთავდასხმა ან ტერორისტული საფრთხე დადასტურებული არ არის.

„არაფერს გამოვრიცხავთ“ - აშშ-ის მთავრობა ფრენების მასშტაბურ შეჩერებასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს
იმედინიუსი

აშშ-ის მთავრობა ამ დროისთვის არცერთ ვერსიას არ გამორიცხავს - ამის შესახებ შიდა უსაფრთხოების მდივანმა, მარკვეინ მალინმა განაცხადა.

მალინმა არ დააკონკრეტა, ზუსტად რა გახდა ფართომასშტაბური საკომუნიკაციო პრობლემის მიზეზი. მისი თქმით, მთავარი პრიორიტეტი თვითმფრინავების უსაფრთხოდ დასმა და მგზავრების დაცვაა.

„უამრავი ზარი შემოდის კითხვით - „ტერორისტული თავდასხმაა?“. ყველა უსაფრთხოდაა, თქვენი ახლობლებისთვის შიშის საფუძველი არ არსებობს“, - მიმართა მან ჟურნალისტებს. - „სანამ მიზეზებს ვიკვლევთ, კიბერთავდასხმების სიხშირიდან გამომდინარე, ყოველთვის ყველაფერი უნდა ვივარაუდოთ, თუმცა ამ წუთისთვის მსგავსი არაფერია დადასტურებული. უპირველესი ამოცანა კომუნიკაციის აღდგენაა, რის შემდეგაც ნორმალურ რეჟიმს დავუბრუნდებით“.

მისივე თქმით, „არანაირი საფუძველი არ არსებობს“, რომ ეს ინციდენტი Microsoft-ის გლობალურ ტექნიკურ შეფერხებას დაუკავშირდეს.

„გვსურს, ყველა დავარწმუნოთ, რომ ეს არ არის ამერიკელი ხალხის უსაფრთხოების რამე სახის საფრთხე ან 11 სექტემბრის განმეორება - ზოგიერთი სწორედ ამგვარ შედარებებს ცდილობს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“, - აღნიშნა მალინმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„ეს არ არის 11 სექტემბრის მოვლენების გამეორება“ — აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრი ფრენების შეჩერებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები