აშშ-ში საკომუნიკაციო სისტემის გაუმართაობის გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფრენები შეჩერდა
აშშ-ში საკომუნიკაციო სისტემის გადატვირთვის გამო ფრენები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეჩერდა, რის გამოც 6 600-ზე მეტი რეისი გაუქმდა, 8 600-ზე მეტი კი გადაიდო.

აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მართვის ცენტრებში საკომუნიკაციო სისტემის გაუმართაობის გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფრენები შეჩერდა - ავიამიმოსვლა რამდენიმე საათის შემდეგ განახლდა.
აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) განცხადება გაავრცელა, რომ „საგანგებო გარემოებებისა და უსაფრთხოების“ გამო ქვეყნის მასშტაბით აეროპორტებში ფრენები შეაჩერა.
აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, მასშტაბური შეზღუდვის მიზეზი საკომუნიკაციო სისტემაში მომხდარი ხარვეზი გახდა, რომლის დროსაც საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრებში, სისტემები დიდი რაოდენობით მონაცემების მიღების შემდეგ გადაიტვირთა.
შედეგად, 6 600-ზე მეტი რეისი გაუქმდა, 8 600-ზე მეტი კი გადაიდო.
ხელისუფლების განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ სისტემის შეფერხება კიბერშეტევას ან ხელოვნური ინტელექტის ჩარევას უკავშირდებოდა.
სისტემების შემოწმების შემდეგ შეზღუდვები მოიხსნა და ავიამიმოსვლა აღდგა, თუმცა შეფერხებები ფრენების განრიგზე კვლავ აისახება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიააშშ-ში ავიარეისები შეაჩერეს საჰაერო მოძრაობის კონტროლის ცენტრებში კომუნიკაციის გათიშვის შემდეგ
Reuters - აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მართვის ცენტრებში საკომუნიკაციო სისტემის გაუმართაობის გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფრენები შეჩერდა
აშშ-ში ფრენების ოთხსაათიანი საყოველთაო შეჩერება გაუქმდა - რამ გამოიწვია შეფერხება?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…