პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება, მერაბ დვალიშვილის მეტოქე კი მარლონ მორაეში იქნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს მთავრობა

აბუ-დაბის სასამართლომ მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი გაათავისუფლა და მათ მხოლოდ ვიდეოკადრების გავრცელებისთვის დააკისრა ფინანსური სანქცია, ხოლო უსმან ნურმაგომედოვს 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

საბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება, მერაბ დვალიშვილის მეტოქე კი მარლონ მორაეში იქნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იმედინიუსი

აბუ-დაბის სასამართლომ ქართველი სპორტსმენები გაათავისუფლა. მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს ფინანსური სანქცია მხოლოდ მომხდარი ინციდენტის ვიდეოკადრების გავრცელებისთვის დაეკისრათ.

ინფორმაციას RAF-ის ხელმძღვანელობაც ადასტურებს.

ასევე ცნობილია, რომ საბა ლაზიშვილი ხვალ რაფის ღონისძიებაზე მიიღებს მონაწილეობას და ლეგენდარულ ურაია ფეიბერს დაუპირისპირდება. რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, მისი მეტოქე მარლონ მორაეში იქნება.

ქართველი სპორტსმენების გათავისუფლების პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი.

რაც შეეხებათ თავდამსხმელებს, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები პატიმრობაში რჩებიან. მათ სასამართლომ 6-თვიანი პატიმრობა, სოლიდური ჯარიმა და დეპორტაცია მიუსაჯა.

ვრცლად გივი კუჭავას სიუჟეტში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. სპორტალინეიტრალურისაბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
  2. რუსთავი 2სამთავრობოRAF-ის ტურნირზე საბა ლაზიშვილი იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მერაბ დვალიშვილი დაგვიბრუნდა" - RAF-ის თანადამფუძნებელი ჩად ბრონშტეინიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები