პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს რკინიგზა

„საქართველოს რკინიგზამ“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი 17.7 კმ-იანი ხაზის მშენებლობაზე 205 მლნ დოლარის ღირებულების საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა
POSTV

საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 17.7 კმ სიგრძის ელექტროფიცირებული სარკინიგზო ხაზის მშენებლობას, რომელიც სოფელ ხამისკურთან არსებული სარკინიგზო მაგისტრალიდან დაიწყება და ანაკლიის ნავსადგურამდე მივა. ასევე დაგეგმილია ანაკლიაში ახალი სარკინიგზო სადგურის მშენებლობა და ხობის სადგურის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია.

ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირდაპირ დაკავშირებას საქართველოსა და რეგიონის სარკინიგზო ქსელებთან, რაც შექმნის პირობებს ტვირთების ეფექტიანი დამუშავების, შეუფერხებელი გადაზიდვისა და პორტის გამტარუნარიანობის სრულფასოვანი გამოყენებისთვის.

დაახლოებით 205 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვეა. პროექტის განხორციელების გრაფიკი ითვალისწინებს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მზადყოფნას 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ოპერირების დაწყებისთვის.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ერთობლივი განვითარება სტრატეგიული მნიშვნელობისაა საქართველოს სატრანსპორტო სისტემისთვის. ეს გააძლიერებს ქვეყნის პოზიციებს შუა დერეფანში, გაზრდის საერთაშორისო სატრანზიტო ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბის, განვითარებას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა
  2. რუსთავი 2სამთავრობოანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
  3. რუსთავი 2სამთავრობოთამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ნავსადგურამდე ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. აუცილებელია ანაკლიის ნავსადგურის ინტეგრაცია ერთიან ლოგისტიკურ ქსელთან, რომ 2029 წლისთვის ნავსადგური სრულ ოპერირებაში შევიდეს
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები