პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ანაკლიის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სამშენებლო პროექტო მოიცავს ახალი 18 კმ-იანი სარკინიგზო ხაზის, ასევე ახალი 11 ლანდაგიანი სატვირთო სადგურის მშენებლობა - ლაშა აბაშიძე

საქართველოს რკინიგზა

„საქართველოს რკინიგზამ“ ანაკლიის პორტამდე მისასვლელი 18-კილომეტრიანი ხაზისა და 11-ლიანდაგიანი სატვირთო სადგურის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

ანაკლიის პორტამდე ახალი სარკინიგზო ხაზი მივა. საქართველოს რკინიგზამ მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტი თითქმის 18 კილომეტრიანი ელექტროფიცირებული ხაზისა და ანაკლიაში ახალი სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს.

დაახლოებით 205 მილიონი დოლარის ღირებულების სამუშაოები მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდება. გეგმის მიხედვით, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა 2029 წელს, პორტის ამოქმედებისთვის უნდა იყოს მზად.

"საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის ლაშა აბაშიძით თქმით, ანაკლიის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ფარგლებში დაიგება ახალი 18 კმ-იანი სარკინიგზო ხაზი, პროექტი ასევე მოიცავს 11 ლიანდაგიანი სატვირთო სადგურის მშენებლობას.

"გამოცხადდა ტენდერი ანაკლიის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების შესახებ, რომელიც გულისხმობს ახალი 18 კმ-იანი სარკინიგზო ხაზის მშვენებლობას, ეს პროექტი დააკავშირებს ანაკლიის პორტს არსებულ სარკინიგზო მაგისტრალთან, ეს პროექტი მოიცავს ახალ სატვირთო სადგურსაც, რომელიც იქნება 11 ლიანდაგიანი სატვირთო სადგური, ხაზი იქნება სრულად ელექტროფიცირებული", - აცხადებს ლაშა აბაშიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 7
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა
  2. რუსთავი 2სამთავრობოანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
  3. POSTVსამთავრობოსაქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა
  4. რუსთავი 2სამთავრობოთამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ნავსადგურამდე ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. აუცილებელია ანაკლიის ნავსადგურის ინტეგრაცია ერთიან ლოგისტიკურ ქსელთან, რომ 2029 წლისთვის ნავსადგური სრულ ოპერირებაში შევიდეს
  5. იმედინიუსისამთავრობოთამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ნავსადგურამდე ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა - აუცილებელია ანაკლიის ნავსადგურის ინტეგრაცია ერთიან ლოგისტიკურ ქსელთან, რათა 2029 წლისთვის ნავსადგური სრულ ოპერირებაში შევიდეს
  6. POSTVსამთავრობოთამარ იოსელიანი: „საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ნავსადგურამდე ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა“
  7. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი: 18 კმ-იანი ახალი სარკინიგზო ხაზი იქნება სრულად ელექტროფიცირებული, რომელიც რკინიგზის არსებულ მაგისტრალს ანაკლიის პორტთან დააკავშირებს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი: ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენა გააუმჯობესებს მგზავრთა მომსახურების ხარისხს, საიმედოობას და ხელმისაწვდომობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები