პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი: 18 კმ-იანი ახალი სარკინიგზო ხაზი იქნება სრულად ელექტროფიცირებული, რომელიც რკინიგზის არსებულ მაგისტრალს ანაკლიის პორტთან დააკავშირებს

საქართველოს რკინიგზა

ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი 18 კმ-იანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა, რაზეც დაახლოებით 205 მლნ დოლარი დაიხარჯება, — აცხადებს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორი ლაშა აბაშიძე.

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი: 18 კმ-იანი ახალი სარკინიგზო ხაზი იქნება სრულად ელექტროფიცირებული, რომელიც რკინიგზის არსებულ მაგისტრალს ანაკლიის პორტთან დააკავშირებს
იმედინიუსი

გამოცხადდა ტენდერი ანაკლიის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების შესახებ, რომელიც გულისხმობს ახალი 18 კმ-იანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას, - აცხადებს სს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე. მისი თქმით, ის იქნება სრულად ელექტროფიცირებული, რომელიც რკინიგზის არსებულ მაგისტრალს ანაკლიის პორტთან დააკავშირებს.

„ეს პროექტი ანაკლიის პორტს არსებულ სარკინიგზო მაგისტრალთან დააკავშირებს. პროექტი ასევე მოიცავს ახალ სატვირთო სადგურს, რომელიც იქნება 11-ლიანდაგიანი. ხაზი იქნება სრულად ელექტროფიცირებული და ამ ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურით ჩვენ პირდაპირ დავუკავშირდებით ანაკლიის პორტს“, - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.

როგორც საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ამბობს, ახალი სარკინიგზო ხაზი სოფელ ხამისკურთან არსებული სარკინიგზო მაგისტრალიდან დაიწყება და ანაკლიის ნავსადგურამდე მივა. ასევე დაგეგმილია ანაკლიაში ახალი სარკინიგზო სადგურის მშენებლობა და ხობის სადგურის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 205 მილიონი აშშ დოლარია და პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვეა.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო ხაზი ქვეყნის სატრანსპორტო სისტემისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და მისი ამოქმედება „შუა დერეფანში“ საქართველოს როლს კიდევ უფრო გააძლიერებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 7
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა
  2. რუსთავი 2სამთავრობოანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
  3. POSTVსამთავრობოსაქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა
  4. რუსთავი 2სამთავრობოთამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ნავსადგურამდე ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. აუცილებელია ანაკლიის ნავსადგურის ინტეგრაცია ერთიან ლოგისტიკურ ქსელთან, რომ 2029 წლისთვის ნავსადგური სრულ ოპერირებაში შევიდეს
  5. იმედინიუსისამთავრობოთამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ნავსადგურამდე ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა - აუცილებელია ანაკლიის ნავსადგურის ინტეგრაცია ერთიან ლოგისტიკურ ქსელთან, რათა 2029 წლისთვის ნავსადგური სრულ ოპერირებაში შევიდეს
  6. POSTVსამთავრობოთამარ იოსელიანი: „საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ნავსადგურამდე ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა“
  7. რუსთავი 2სამთავრობოანაკლიის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სამშენებლო პროექტო მოიცავს ახალი 18 კმ-იანი სარკინიგზო ხაზის, ასევე ახალი 11 ლანდაგიანი სატვირთო სადგურის მშენებლობა - ლაშა აბაშიძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი: ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენა გააუმჯობესებს მგზავრთა მომსახურების ხარისხს, საიმედოობას და ხელმისაწვდომობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები