პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამარ იოსელიანი: უპრეცედენტო დაინტერესება არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმართ - „საქართველოს რკინიგზამ“ სარკინიგზო ხაზის პროექტირება დაასრულა და გამოცხადებულია ბაზრის კვლევა იმისათვის, რომ ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდეს ტენდერი სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით

საქართველოს რკინიგზა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი გეგმა-გრაფიკის მიხედვით ვითარდება და ადგილზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, „საქართველოს რკინიგზამ“ სარკინიგზო ხაზის პროექტირება დაასრულა და ოქტომბრის ბოლოს მშენებლობის ტენდერი გამოცხადდება.

თამარ იოსელიანი: უპრეცედენტო დაინტერესება არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმართ - „საქართველოს რკინიგზამ“ სარკინიგზო ხაზის პროექტირება დაასრულა და გამოცხადებულია ბაზრის კვლევა იმისათვის, რომ ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდეს ტენდერი სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით
იმედინიუსი

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი საქართველოსთვის და ზოგადად რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.

მისი თქმით, საქართველო აღნიშნულ ნავსადგურს ავითარებს ე.წ. ლენდლორდ მოდელით.

„უპრეცედენტო დაინტერესება არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმართ. უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო აღნიშნულ პროექტს გეგმა-გრაფიკის მიხედვით ავითარებს. დღეს ადგილზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელიც გულისხმობს ტალღმჭრელის და ფსკერდაღრმავებით სამუშაოებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია დაუკავშირდეს შესაბამის სატრანსპორტო კვანძს“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, „საქართველოს რკინიგზამ“ სარკინიგზო ხაზის პროექტირება დაასრულა.

„გამოცხადებულია ბაზრის კვლევა იმისათვის, რომ ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდეს ტენდერი სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები