შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოსაცხადებლად საკონსტიტუციო სასამართლოში მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც კმარა, რადგან მათ ძალადობა ბრძოლის ლეგიტიმურ საშუალებად მიიჩნიეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
„„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დაადასტურეს, რომ ძალადობას პოლიტიკური ბრძოლის ლეგიტიმურ საშუალებად მიიჩნევენ“, - წერს პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე ევა გოცირიძისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ანა წითლიძის დიალოგს. კერძოდ, გოცირიძემ წითლიძეს ჰკითხა: „ქვების სროლა და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა ძალადობის გამოვლინება არის თუ არა?“, რაზეც წითლიძემ უპასუხა: „საქართველოს მოქალაქეებს თავდაცვის უფლება აქვთ, როდესაც სპეცრაზმი ურტყამს“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…