პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი: ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირმა რუსეთთან ენერგორესურსებით ვაჭრობაში თითქმის ნახევარი ტრილიონი დოლარი დახარჯა. ფაქტობრივად, ამით რუსეთის სასარგებლოდ ომს აფინანსებს

ქართული ოცნება

ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ევროკავშირმა რუსეთთან ვაჭრობაში თითქმის ნახევარი ტრილიონი დოლარი დახარჯა და ომს აფინანსებს, მაშინ როცა საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს.

ლევან მაჭავარიანი: ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირმა რუსეთთან ენერგორესურსებით ვაჭრობაში თითქმის ნახევარი ტრილიონი დოლარი დახარჯა. ფაქტობრივად, ამით რუსეთის სასარგებლოდ ომს აფინანსებს
იმედინიუსი

„ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირმა რუსეთთან ენერგორესურსებით ვაჭრობაში თითქმის ნახევარი ტრილიონი დოლარი დახარჯა. ფაქტობრივად, ამით რუსეთის სასარგებლოდ ომს აფინანსებენ“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ევროკავშირის მიერ რუსეთთან ვაჭრობის შედეგად გადახდილი თანხა იმაზე მეტია, ვიდრე ჯამურად უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება, შესაბამისად, ამ ციფრებს ევროკავშირი ვერ გაექცევა.

„ეს ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად უნამუსოდ იქცევა ბრიუსელი კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით. ყველას კარგად გვახსოვს, რა ზეწოლა ხორციელდებოდა და ახლაც ხორციელდება, რათა რუსეთს სანქციები დავუწესოთ. ეს, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკას ჩამოანგრევს, მეორე მხრივ კი, პირდაპირი პოლიტიკური მესიჯია, რომელსაც, დიდი ალბათობით, სამხედრო ესკალაცია მოჰყვება.

ამ ყველაფრის ფონზე, ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირმა რუსეთთან ენერგორესურსებით ვაჭრობაში თითქმის ნახევარი ტრილიონი დოლარი დახარჯა. ფაქტობრივად, ამით რუსეთის სასარგებლოდ ომს აფინანსებს. ეს იმაზე დიდი თანხაა, ვიდრე ჯამურად უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება. შესაბამისად, ამ ციფრებს ისინი ვერ გაექცევიან“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოციფრები ყველაფერზე მეტყველებს და ეს არის ძალიან უნამუსო საქციელი მათი მხრიდან, რადგან პირდაპირ აფინანსებენ ომს რუსეთის სასარგებლოდ - ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის რუსეთთან ვაჭრობაზე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი: ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს დე ფაქტოდ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ორ კვირაში. თავისი აქტივების უდიდეს ნაწილზე შეუზღუდეს წვდომა. ჩვენი საზოგადოება ხომ ძალიან კარგად ათვითცნობიერებს, თუ რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი?!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები