ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მახაშვილი ევროკავშირზე: გასული 4 წლის განმავლობაში რუსეთს მისცეს უკრაინის ბიუჯეტზე სამჯერ მეტი მხოლოდ ნავთობში. ამიტომ საერთოდ, რა მორალური პოზიციიდან უნდა ესაუბრონ საქართველოს ხელისუფლებას, უბრალოდ, გაუგებარია

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირმა ბოლო 4 წელში რუსეთს მხოლოდ ნავთობში უკრაინის ბიუჯეტზე სამჯერ მეტი გადაუხადა, რის გამოც გაუგებარია, რა მორალური პოზიციიდან ესაუბრებიან საქართველოს.

ლევან მახაშვილი ევროკავშირზე: გასული 4 წლის განმავლობაში რუსეთს მისცეს უკრაინის ბიუჯეტზე სამჯერ მეტი მხოლოდ ნავთობში. ამიტომ საერთოდ, რა მორალური პოზიციიდან უნდა ესაუბრონ საქართველოს ხელისუფლებას, უბრალოდ, გაუგებარია
ლევან მახაშვილი ევროკავშირზე: გასული 4 წლის განმავლობაში რუსეთს მისცეს უკრაინის ბიუჯეტზე სამჯერ მეტი მხოლოდ ნავთობში. ამიტომ საერთოდ, რა მორალური პოზიციიდან უნდა ესაუბრონ საქართველოს ხელისუფლებას, უბრალოდ, გაუგებარიაიმედინიუსი

გადის დრო და ახალ-ახალი ფაქტები გამოჩნდება ხოლმე, როგორ გაცხოველებულები ვაჭრობენ [რუსეთთან], - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

ის ასე გამოეხმაურა ბრიუსელის მიერ რუსული ენერგორესურსების ყიდვის ფაქტს.

„ისინი ამუნათებდნენ სხვა სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, როდესაც თავის გადარჩენას, საკუთარი მოსახლეობის დაცვას. გასული 4 წლის განმავლობაში რუსეთს მისცეს უკრაინის ბიუჯეტზე სამჯერ მეტი მხოლოდ ნავთობში. ამიტომ საერთოდ, რა მორალური პოზიციიდან უნდა ესაუბრონ საქართველოს ხელისუფლებას, უბრალოდ, გაუგებარია“, - განაცხადა მახაშვილმა.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 12 ოქტომბერს განაცხადა: „ევროკავშირმა რუსეთს ენერგომატარებლებში 250 მილიარდი დოლარი გადაუხადა, „ფეიკ ნიუს“ მედიას კი ამ ამბავთან მიკარებაც არ სურს. მე მივიღე სწორი გადაწყვეტილება ამერიკელი ხალხისთვის ყოველთვის პირველ რიგში ამერიკა დგას!“

გასულ კვირაში კი დონალდ ტრამპმა თქვა, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბისას შეთანხმდა, რომ „რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, კიდევ 500 000 ტონას ნოემბრის განმავლობაში, ხოლო ამის შემდეგ - 1 000 000 ტონას."

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ისინი ამუნათებდნენ სხვა სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, როდესაც თავის გადარჩენას, საკუთარი მოსახლეობის დაცვას. გასული 4 წლის განმავლობაში რუსეთს მისცეს უკრაინის ბიუჯეტზე სამჯერ მეტი მხოლოდ ნავთობში. ამიტომ საერთოდ, რა მორალური პოზიციიდან უნდა ესაუბრონ საქართველოს ხელისუფლებას, უბრალოდ, გაუგებარია“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?