გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: მძიმე მდგომარეობაში არიან და მათ ვერ ექნებათ არგუმენტები ჩვენი მტკიცებულებების წინააღმდეგ, რომელიც სარჩელშია მოყვანილი
გიორგი კახიანის განცხადებით, ოპოზიციას სარჩელში მოყვანილი მტკიცებულებების წინააღმდეგ არგუმენტები ვერ ექნება და ისინი საკუთრების უფლების წართმევასა და მედიის შეზღუდვას უარყოფენ.

მძიმე მდგომარეობაში არიან და მათ ვერ ექნებათ არგუმენტები ჩვენი მტკიცებულებების წინააღმდეგ, რომელიც სარჩელშია მოყვანილი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლიოში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.
„საკუთრების უფლებების სხვადასხვა ფორმით წართმევებს სისტემური ხასიათი ჰქონდა. დღეს ვხედავთ, რომ ამასაც არ აღარებენ. თურმე, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მედია პლურალიზმი იყო დაცული და არ ართმევდნენ მედია-საშუალებებს, ამ ყველაფერს უარყოფენ“, - აღნიშნა კახიანმა.
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის განხილვა გრძელდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…