პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩვენთვის საინტერესო იქნება მოვისმინოთ სასამართლოს მხრიდან დასმული კითხვები იმ პარტიების მიმართ, რომელთა არაკონსტიტუციურობის საკითხია დამდგარი, ისინი ვალდებული იქნებიან სამართლებრივად უპასუხონ სასამართლოს - გიორგი კახიანი

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ მათი პოზიციები იმდენად მყარია, ოპოზიციას კონტრარგუმენტები ვერ ექნება.

ჩვენთვის საინტერესო იქნება მოვისმინოთ სასამართლოს მხრიდან დასმული კითხვები იმ პარტიების მიმართ, რომელთა არაკონსტიტუციურობის საკითხია დამდგარი, ისინი ვალდებული იქნებიან სამართლებრივად უპასუხონ სასამართლოს - გიორგი კახიანი
რუსთავი 2

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე "ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა გრძელდება. საქმის არსებითი განხილვის მე-11 სხდომა რამდენიმე საათში უნდა დაიწყოს. სხდომა ამჯერადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაივლის.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის განცხადებით, საინტერესო იქნება მოპასუხის მისამართით სასამართლოს მხრიდან დასმული კითხვების და მათი არგუმენტების მოსმენა.

"დღეს, ჩვენთვის საინტერესო იქნება მოვისმინოთ სასამართლოს მხრიდან დასმული კითხვები მოპასუხის მიმართ, ანუ პარტიების მიმართ, რომელთა არაკონსტიტუციურობის საკითხი არის დამდგარი, ისინი ვალდებული იქნებიან სამართლებრივად უპასუხონ სასამართლოს კითხვებს და საინტერესო იქნება ჩვენთვის მოვისმინოთ, რა პოზიციები აქვთ, იმიტომ, რომ რეალურად ჩვენი პოზიციები არის იმდენად მყარი სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ მათ კონტრარგუმენტები ფაქტობრივად ვერ ექნებათ", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდი ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს და ამის მიზეზად კონკრეტული პარტიების მიერ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობებს, რევოლუციური სცენარების ორგანიზებასა და სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს ასახელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი კახიანი - რატომღაც დავბრუნდით შუამდგომლობების დაყენების ეტაპზე, არადა ეს ეტაპი სასამართლომ ორი კვირის წინ გაიარა - ალბათ, დროის გაწელვის მიზანი უფრო ჰქონდა ამას, ვიდრე ის, რომ საქმეზე შედეგი დამდგარიყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები