პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

წითლიძე, გვარამია, ბიბილეიშვილი, ყველანაირად არიან ჩიხში შეყვანილი, ვინაიდან რაც ჩადენილია, რეალურია და ამის გამართლება და არგუმენტი არ არსებობს, სააკაშვილს უნდა, რომ ამის არგუმენტი არსებობდეს - გიორგი ვოლსკი

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტი

გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში ჩიხში არიან შეყვანილი, რადგან ჩადენილი დანაშაულის გამართლება და არგუმენტი არ არსებობს.

წითლიძე, გვარამია, ბიბილეიშვილი, ყველანაირად არიან ჩიხში შეყვანილი, ვინაიდან რაც ჩადენილია, რეალურია და ამის გამართლება და არგუმენტი არ არსებობს, სააკაშვილს უნდა, რომ ამის არგუმენტი არსებობდეს - გიორგი ვოლსკი
რუსთავი 2

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების გამოსვლით უკმაყოფილოა მიხეილ სააკაშვილი. მსჯავრდებული თემას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? მოდით გავმიჯნოთ ცალკეული პირების დანაშაული პარტიებისგანო. თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, წადით სახლში!" - წერს სააკაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის წარმომადგენლები ჩიხში არიან მოქცეულნი, რადგან, მისი შეფასებით, წარსულში ჩადენილის გამართლება შეუძლებელია.

"წითლიძე, გვარამია, ბიბილეიშვილი, ესენი ყველანაირად არიან ჩიხში შეყვანილი, ვინაიდან რაც ჩადენილია, რეალურია და ამის გამართლება და არგუმენტი არ არსებობს. სააკაშვილს უნდა, რომ ამის არგუმენტი არსებობდეს, პირველი რაც თვითონ თქვა და არა მარტო თვითონ, იქ ბარამიძეც აყვნენ და სხვებიც, რომ დანაშაული რაც იქნა ჩადენილი და რასაც სისტემურს უწოდებს იგივე სტრასბურგი, იყო საჭირო და ის საბოტაჟი, რასაც დღეს ეწევიან, არის საჭირო ვითომ და მაღალი საერთაშორისო ინტერესების დასაცავად. სხვა არგუმენტი არ გააჩნია არავის. ვის საყვედურობს და ვის არ საყვედურობს, ეს რასაკვირველია სააკაშვილის გემოვნებაზეა დამოკიდებული", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელზე: თავდაცვის სფეროს ასე რომ წარმართავდნენ, ეს მოულოდნელობა არ იყო - ისე ლაპარაკობენ, თითქოს დანაშაული საერთოდ არ მომხდარაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები