ზვიად შალამბერიძე: ესპანეთი არ არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ხმა აიმაღლა ამ მიმართულებით. მათ რეალურად დაინახეს ის რისკები, რა რისკებსაც აწყდებიან ქვეყნები გარე ჩარევების შესაბამისად. ვფიქრობ, არც ბოლო იქნება, რადგან გარე ჩარევები უფრო და უფრო მეტად საშიში ხდება ყველა ქვეყნისთვის, რომელიც თავის სუვერენიტეტს იცავს
ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ესპანეთმა რეალურად დაინახა გარე ჩარევების რისკები და ის არ იქნება ბოლო ქვეყანა, რომელიც სუვერენიტეტის დასაცავად ხმას აიმაღლებს.

ესპანეთი არ არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ხმა აიმაღლა ამ მიმართულებით. მათ რეალურად დაინახეს ის რისკები, რა რისკებსაც აწყდებიან ქვეყნები გარე ჩარევების შესაბამისად. ვფიქრობ, არც ბოლო იქნება, რადგან გარე ჩარევები უფრო და უფრო მეტად საშიში ხდება ყველა ქვეყნისთვის, რომელიც თავის სუვერენიტეტს იცავს, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ.
ასე გამოეხმაურა შალამბერიძე ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ესპანეთი ესპანეთიდან იმართება და ქვეყანა არ დაუშვებს, რომ ის რომელიმე ულტრამემარჯვენე ძალების უკანა ეზოდ იქცეს.
„პრემიერ-მინისტრის განცხადებით ირკვევა, რომ ესპანეთს ჰყავს პრო ესპანური ხელისუფლება. ის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ აუცილებლად ყველა ხელისუფლება უნდა იყოს თავისი ერის და სუვერენიტეტის ინტერესების გამტარებელი.
ესპანეთი არ არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ხმა აიმაღლა ამ მიმართულებით. მათ რეალურად დაინახეს ის რისკები, რა რისკებსაც აწყდებიან ქვეყნები გარე ჩარევების შესაბამისად. ვფიქრობ, არც ბოლო იქნება, რადგან გარე ჩარევები უფრო და უფრო მეტად საშიში ხდება ყველა ქვეყნისთვის, რომელიც თავის სუვერენიტეტს იცავს“, - აღნიშნა შალამბერიძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…