პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია ვოლსკი – „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია, ალიანსიდან გარიცხულია, ვერ შერიგდებიან, რადგან პრობლემის მთავარი ავტორი სააკაშვილია

საქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური ალიანსიდან დიდი ხანია გარიცხულია და მხარეები ვერ შერიგდებიან, რადგან პრობლემის მთავარი ავტორი მიხეილ სააკაშვილია.

გია ვოლსკი – „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია, ალიანსიდან გარიცხულია, ვერ შერიგდებიან, რადგან პრობლემის მთავარი ავტორი სააკაშვილია
პირველი არხი

„ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია, ალიანსიდან გარიცხულია, ისინი ვერ შერიგდებიან, რადგან პრობლემის მთავარი ავტორი მიხეილ სააკაშვილია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საერთო სიიდან როდესაც შენს ლოგოს ამოიღებენ, ეს გარიცხვას ნიშნავს.

„ნაცმოძრაობას“ უნდა, ყველაფრის მმართველი სააკაშვილი იყოს და მისი ბანერებით იარონ. სხვებს სურთ, რომ სააკაშვილის ბანერი არ გამოჩნდეს, რადგან ეს ახალგაზრდებში გაღიზიანებას იწვევს, ვინაიდან ზუსტად იციან, ახალგაზრდებს ქუჩაში მართლა დახვრეტენ. აბა, იმაზე კი არ დაობენ, საქართველოში როგორ შეინარჩუნონ სტაბილურობა და სამშვიდობოს გაიყვანონ. როცა საერთო სიიდან შენს ლოგოს ამოიღებენ, რა თქმა უნდა, ეს გარიცხვას ნიშნავს, მაგრამ დიდი ხანია, ისინი ალიანსიდან გარიცხულები არიან და ვერ შერიგდებიან, რადგან პრობლემის მთავარი ავტორი სააკაშვილია. მას მიაჩნია, რომ ყველა მას უნდა დაექვემდებაროს. დანარჩენებს მიაჩნიათ, რომ არანაირი წვლილი არ მიუძღვნათ იმ სისხლის ზღვაში, როდესაც ქვეყანას სააკაშვილი მართავდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ მისი პარტია ოპოზიციის ალიანსიდან გარიცხეს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ნაცმოძრაობას“ უნდა, ყველაფრის მმართველი სააკაშვილი იყოს და მისი ბანერებით იარონ. სხვებს სურთ, რომ სააკაშვილის ბანერი არ გამოჩნდეს, რადგან ეს ახალგაზრდებში გაღიზიანებას იწვევს, ვინაიდან ზუსტად იციან, ახალგაზრდებს ქუჩაში მართლა დახვრეტენ. აბა, იმაზე კი არ დაობენ, საქართველოში როგორ შეინარჩუნონ სტაბილურობა და სამშვიდობოს გაიყვანონ. როცა საერთო სიიდან შენს ლოგოს ამოიღებენ, რა თქმა უნდა, ეს გარიცხვას ნიშნავს, მაგრამ დიდი ხანია, ისინი ალიანსიდან გარიცხულები არიან და ვერ შერიგდებიან, რადგან პრობლემის მთავარი ავტორი სააკაშვილია. მას მიაჩნია, რომ ყველა მას უნდა დაექვემდებაროს. დანარჩენებს მიაჩნიათ, რომ არანაირი წვლილი არ მიუძღვნათ იმ სისხლის ზღვაში, როდესაც ქვეყანას სააკაშვილი მართავდა“
გია ვოლსკი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ანა წითლძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციის ალიანსი არ დაუტოვებია, ალიანსიდან გავირიცხეთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები