გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობის“ არგუმენტებზე: მან დაინახა [მოპასუხე მხარემ], რომ ამას ვერ უარყოფს. აქედან გამომდინარე საზოგადოებას უნდა დაანახოს, რომ მე ვიბრძოდი, მე დავით აღმაშენებელი ვიყავი, რომელმაც ურჩებს თვალები დათხარა, ქუსლები მოკვეთა. ეს მესიჯია. და აქედან გამომდინარე, მე ვისჯები ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში თავდაცვის იმ სტრატეგიას იყენებენ, თითქოს ჩადენილი დანაშაულები ქვეყნის ინტერესებითა და იძულებით იყო ნაკარნახევი.
![გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობის“ არგუმენტებზე: მან დაინახა [მოპასუხე მხარემ], რომ ამას ვერ უარყოფს. აქედან გამომდინარე საზოგადოებას უნდა დაანახოს, რომ მე ვიბრძოდი, მე დავით აღმაშენებელი ვიყავი, რომელმაც ურჩებს თვალები დათხარა, ქუსლები მოკვეთა. ეს მესიჯია. და აქედან გამომდინარე, მე ვისჯები ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის](/thumb/158257-960-a2732ada.webp)
მან დაინახა [მოპასუხე მხარემ], რომ ამას ვერ უარყოფს. აქედან გამომდინარე საზოგადოებას უნდა დაანახოს, რომ მე ვიბრძოდი, მე დავით აღმაშენებელი ვიყავი, რომელმაც ურჩებს თვალები დათხარა, ქუსლები მოკვეთა. ეს მესიჯია. და აქედან გამომდინარე მე ვისჯები ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის. მე აღმოსავლეთის ვაშინგტონი ვარ, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სასამართლოში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არგუმენტებს.
როგორც მან გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, „ნაცმოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის ეს სტრატეგია აირჩიეს.
გიორგი ვოლსკის განმარტებით, ისინი ცდილობენ საზოგადოებას ისე წარმოუდგნენ თითქოს იძულებულები იყვნენ ის დანაშაულები ჩაედინათ, რომლის გამოც ახლა მათი პარტიის აკრძალვის საკითხი დღის წესრიგში დგას.
„ვერ წარმომიდგენია ეგეთი სისასტიკე. ეუბნება [აფრასიძეების საქმეზე], რომ იქ ხომ მსხვერპლი მოჰყვაო?! - კი, აი, ხუთიდან მარტო ორი მოკვდაო, ისე ეუბნება... ვთქვათ, კრიმინალები არიან და გაქვს საშუალება დაიჭირო მაგრამ თვითონვე აღიარებს. კიდევ მეტი, რომ გვყოლოდა მეტს მოვიყვანდით, მეტ რაკეტას ვისროდით იმიტომ, რომ დაგვენახებინა სვანეთისთვის, რომ ჩვენ სახელმწიფო განვაგებთ აქ სიტუაციას“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ციტატები სტატიიდან
„ვერ წარმომიდგენია ეგეთი სისასტიკე. ეუბნება [აფრასიძეების საქმეზე], რომ იქ ხომ მსხვერპლი მოჰყვაო?! - კი, აი, ხუთიდან მარტო ორი მოკვდაო, ისე ეუბნება... ვთქვათ, კრიმინალები არიან და გაქვს საშუალება დაიჭირო მაგრამ თვითონვე აღიარებს. კიდევ მეტი, რომ გვყოლოდა მეტს მოვიყვანდით, მეტ რაკეტას ვისროდით იმიტომ, რომ დაგვენახებინა სვანეთისთვის, რომ ჩვენ სახელმწიფო განვაგებთ აქ სიტუაციას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…