პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე882 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე"ნაციონალურმა მოძრაობამ" მოსამართლე ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა882 ჩანაწერი · 13 მედია

საკონსტიტუციო სასამართლოში, პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა, მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობით გაიხსნა

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაგახარია საქართველოსთვისსაქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შუამდგომლობით განახლდა.

საკონსტიტუციო სასამართლოში, პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა, მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობით გაიხსნა
ინტერპრესნიუსი

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების” დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში განახლდა.

საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე რჩება და სასამართლო კითხვებს კვლავ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაუსვამს.

თუმცა სხდომის დაწყებამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მოსამართლეს შუამდგომლობის დაყენების თხოვნით მიმართეს. მათი შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებას ეხება.

„მოთხოვნა ეფუძნება სასამართლო სხდომაზე მოსამართლის მიერ გამოთქმული შეფასებებისა და მოპასუხის პასუხზე მისი რეაქციის ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ მოსამართლეს უკვე ჩამოყალიბებული აქვს უარყოფითი დამოკიდებულება განსახილველი დავის ცენტრალურ საკითხზე“, - განაცხადა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ.

ამასთან, როგორც ცნობილია, კითხვა-პასუხის ეტაპი სავარაუდოდ, მომდევნო კვირის სამშაბათამდე გაგრძელდება.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“. კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ალიაოპოზიციური5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაგრძელდება
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ნაცმოძრაობამ“ ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა, სასამართლომ არ დააკმაყოფილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები