შალვა პაპუაშვილი – ფაშისტური რეჟიმის შემქმნელები ნიურბერგის პროცესზე ამტკიცებდნენ, რომ ცალკეული გადაცდომები იყო და ეს სახელმწიფო პოლიტიკა არ ყოფილა, ამას ერთ-ერთში „ნაცმოძრაობა“ იმეორებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ფაშისტური რეჟიმის შემქმნელების მსგავსად ამტკიცებს, თითქოს ციხეებში წამება ცალკეული გადაცდომა იყო და არა სახელმწიფო პოლიტიკა.

ფაშისტური რეჟიმის შემქმნელები ნიურბერგის პროცესზე ამტკიცებდნენ, რომ ცალკეული გადაცდომები იყო და ეს სახელმწიფო პოლიტიკა არ ყოფილა. ახლა ამას ერთ-ერთში „ნაციონალური მოძრაობა“ იმეორებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საბედნიეროდ, ნიურბერგის პროცესისგან განსხვავებით, არსებობს საერთაშორისო სამართლებრივი სივრცე, რომ სააკაშვილის დიქტატურული რეჟიმი იყოს შეფასებული.
„ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია სიტყვა – სისტემური, როდესაც საქმე ეხება წამებას ციხეებში. ამ მიმართულებით პირდაპირ სამართლებრივი ვერდიქტია გამოტანილი, რომ ეს იყო სისტემატური და სისტემური, ასევე წამების გარემო იყო შექმნილი სასჯელაღსრულების სისტემაში. ამ დღეების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ გამოსვლებს ვაკვირდებით. კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვები არა მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით მიმდინარეობს, არამედ ეს საზოგადოებისთვის უკვე გახდა პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანის და დადასტურების კიდევ ერთი შესაძლებლობა. პირდაპირ ეთერში ვისმენთ რეჟიმის შემქმნელების, მათი დამცველების, მეხოტბეების და მხარდამჭერების საუბარს,
რომლებიც ახლაც არ აღიარებენ არჩევნებს. არ აღიარებენ, რომ წამების სისტემა არსებობდა და ამას სასამართლოს წინაშე ამბობენ. კასრებში რაღაც იპოვესო და რა ვიცით, რა არისო. ეს მაშინ, როდესაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის თვალწინ მოხდა იმ დანაშაულების მხილება, რაც რეჟიმის შეცვლის შემდეგ კიდევ ბევრი აღმოჩნდა. ვნახეთ, ერთის მხრივ, რა დანაშაულს სჩადიოდა სააკაშვილის დიქტატურული რეჟიმი და შემდეგ, ამ ყველაფერს როგორ ადოკუმენტებდა ვიდეო თუ სხვა ჩანაწერებით და ამას როგორც ინახავდა, რომ შანტაჟის საშუალება ჰქონოდა საზოგადოებაზე თუ იმ ადამიანებზე, ვინც ამ ჩანაწერებშია. ცნობილია, ასეთი ჩანაწერები საკუთარი გუნდის წევრებზეც ჰქონდათ და მათ არ შანტაჟებდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაშალვა პაპუაშვილი: „ნიურნბერგის პროცესზე ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო ცალკეული გადაცდომები და არა სახელმწიფო პოლიტიკა. ერთი- ერთში იმეორებს ამას დღეს „ნაციონალური მოძრაობა“
შალვა პაპუაშვილი: პირდაპირ ეთერში ვისმენთ რეჟიმის შემქმნელების, მათი დამცველების, მეხოტბეებისა და მხარდამჭერების საუბარს, რომლებიც ახლაც არ აღიარებენ არჩევნებს, ასევე არ აღიარებენ წამების სისტემა რომ არსებობდა
შალვა პაპუაშვილი - ფაშისტური რეჟიმის შემქმნელები ამტკიცებდნენ, რომ რაც ხდებოდა, ცალკეული გადაცდომებია, იმავეს იმეორებს „ნაცმოძრაობა“ - საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვები პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანის კიდევ ერთი შესაძლებლობაა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…