პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი - ფაშისტური რეჟიმის შემქმნელები ამტკიცებდნენ, რომ რაც ხდებოდა, ცალკეული გადაცდომებია, იმავეს იმეორებს „ნაცმოძრაობა“ - საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვები პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანის კიდევ ერთი შესაძლებლობაა

ნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლო

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა“ ფაშისტური რეჟიმის შემქმნელების მსგავსად საკუთარ დანაშაულებს ცალკეულ გადაცდომებად ასაღებს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის განხილვა პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანის შესაძლებლობაა.

შალვა პაპუაშვილი - ფაშისტური რეჟიმის შემქმნელები ამტკიცებდნენ, რომ რაც ხდებოდა, ცალკეული გადაცდომებია, იმავეს იმეორებს „ნაცმოძრაობა“ - საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვები პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანის კიდევ ერთი შესაძლებლობაა
ინტერპრესნიუსი

ფაშისტური რეჟიმის შემქმნელები ნიურნბერგის პროცესზე ამტკიცებდნენ, რომ ის რაც ხდებოდა, ცალკეული გადაცდომები და ცალკეული შემთხვევები იყო და არა სახელმწიფო პოლიტიკა - ზუსტად იმავეს, ერთ-ერთში “ნაციონალური მოძრაობა“ იმეორებს, - ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა.

პაპუაშვილის განცხადებით, მიმდინარე განხილვა არის არამხოლოდ სამართლებრივი პროცესი, არამედ საზოგადოებისთვის პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანის კიდევ ერთი შესაძლებლობა.

„ნიურნბერგის პროცესისგან განსხვავებით, არსებობდა საერთაშორისო სამართლებრივი სივრცე იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის სამართლებრივი შეფასება გვქონოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, რომელშიც სიტყვა “სისტემური“ პირდაპირ წერია, როცა საქმე ციხეებში წამებას ეხება. გამოტანილია სამართლებრივი ვერდიქტი, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში წამების სისტემური და სისტემატური გარემო იყო შექმნილი.

ვაკვირდებით, “ნაციონალური მოძრაობის“ გამოსვლებს. მნიშვნელოვანი და კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვები არის არამხოლოდ სამართლებრივი პროცესი, არამედ საზოგადოებისთვის პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანის კიდევ ერთი შესაძლებლობა.

რეჟიმის შემქმნელების, მათი დამცველების, მეხოტბეებისა და მხარდამჭერების მხრიდან პირდაპირ რეჟიმში ვისმენთ და სასამართლოს წინაშე აცხადებენ, რომ არ აღიარებენ არჩევნებს, არ აღიარებენ, რომ წამების სისტემა არსებობდა. კასრებში რომ რაღაც იპოვეს, ამბობენ, რა ვიცით, რა არისო - ეს მაშინ, როდესაც დანაშაულების მხილება მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის თვალწინ მოხდა. რეჟიმის შეცვლის შემდეგ ვნახეთ, ერთი მხრივ, რა დანაშაულს სჩადიოდა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი და შემდეგ ამ ყველაფერს როგორ ადოკუმენტირებდა ვიდეო თუ სხვა ჩანაწერებით, როგორ ინახავდა მას, რომ შემდეგ შანტაჟის საშუალება ჰქონოდა საზოგადოებაზე თუ იმ ადამიანებზე, ვინც ამ ჩანაწერებში იყო. ცნობილია, რომ ასეთი ჩანაწერები მათ შორის საკუთარი გუნდის წევრებზე ჰქონდათ და საკუთარი გუნდის წევრებსაც აშანტაჟებდნენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: „ნიურნბერგის პროცესზე ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო ცალკეული გადაცდომები და არა სახელმწიფო პოლიტიკა. ერთი- ერთში იმეორებს ამას დღეს „ნაციონალური მოძრაობა“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: „კიდევ ერთხელ ვნახეთ ჩვენი სარჩელის დასაბუთება – პროცესზე გაკეთებული განცხადებებიც კი, მტკიცებულებებია ჩვენი სარჩელის სასარგებლოდ“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები