პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სარჯველაძემ ეკონომიკურ ფორუმში „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახალი შესაძლებლობები“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

ეკონომიკურ ფორუმზე ჯანდაცვის პოლიტიკასა და კერძო სადაზღვევო სექტორთან თანამშრომლობაზე იმსჯელეს, სადაც მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ეფექტიანი კავშირის მნიშვნელობას.

მიხეილ სარჯველაძემ ეკონომიკურ ფორუმში „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახალი შესაძლებლობები“ მიიღო მონაწილეობა
იმედინიუსი

ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვედრა თემაზე – „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახალი შესაძლებლობები“ გაიმართა.

ფორუმის ფარგლებში სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემსჯელათ ჯანდაცვის სისტემის განვითარების პერსპექტივებსა და თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე. ასევე, განიხილეს ჯანდაცვის პოლიტიკის გაუმჯობესება, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის უზრუნველყოფა, სისტემის ეფექტიანობის ზრდა და ჯანდაცვის სექტორში ეკონომიკური განვითარების ახალ შესაძლებლობები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კერძო სადაზღვევო სექტორთან თანამშრომლობის საკითხსაც. მინისტრმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოსა და კერძო სადაზღვევო სექტორს შორის ეფექტიანი და კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელობას. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სისტემის განვითარებისკენ მიმართული თითოეული ნაბიჯი სწორედ პაციენტისთვის უკეთესი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას ემსახურებოდეს.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის სწორი თანამშრომლობა ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და პაციენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობომიხეილ სარჯველაძემ ეკონომიკურ ფორუმში - "საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახალი შესაძლებლობები" მიიღო მონაწილეობა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სარჯველაძემ ეკონომიკურ ფორუმში - "საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახალი შესაძლებლობები" მიიღო მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები