პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სარჯველაძემ ეკონომიკურ ფორუმში - "საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახალი შესაძლებლობები" მიიღო მონაწილეობა

მიხეილ სარჯველაძემ მონაწილეობა მიიღო ეკონომიკურ ფორუმში, სადაც ყურადღება გამახვილდა კერძო სადაზღვევო სექტორთან თანამშრომლობასა და პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე.

მიხეილ სარჯველაძემ ეკონომიკურ ფორუმში - "საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახალი შესაძლებლობები" მიიღო მონაწილეობა
რუსთავი 2

ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა თემაზე - "საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახალი შესაძლებლობები".

ფორუმის ფარგლებში სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემსჯელათ ჯანდაცვის სისტემის განვითარების პერსპექტივებსა და თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე. ასევე, განიხილეს ჯანდაცვის პოლიტიკის გაუმჯობესება, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის უზრუნველყოფა, სისტემის ეფექტიანობის ზრდა და ჯანდაცვის სექტორში ეკონომიკური განვითარების ახალ შესაძლებლობები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კერძო სადაზღვევო სექტორთან თანამშრომლობის საკითხსაც. მინისტრმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოსა და კერძო სადაზღვევო სექტორს შორის ეფექტიანი და კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელობას. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სისტემის განვითარებისკენ მიმართული თითოეული ნაბიჯი სწორედ პაციენტისთვის უკეთესი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას ემსახურებოდეს.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის სწორი თანამშრომლობა ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და პაციენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობომიხეილ სარჯველაძემ ეკონომიკურ ფორუმში „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახალი შესაძლებლობები“ მიიღო მონაწილეობა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სარჯველაძემ ეკონომიკურ ფორუმში „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახალი შესაძლებლობები“ მიიღო მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები