პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს საერთაშორისო ვალიდაციის მისიის წევრებს შეხვდა, სადაც C ჰეპატიტისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიღწევები განიხილეს.

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
პირველი არხი

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, ვირუსული ჰეპატიტების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიღწეული პროგრესი, განხორციელებული ღონისძიებები და ელიმინაციის პროცესში არსებული მნიშვნელოვანი შედეგები განიხილა.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო ვალიდაციის პროცესს, რომლის მიზანიც C ჰეპატიტისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის დასადასტურებლად საჭირო კრიტერიუმებთან საქართველოს მიღწევების შეფასებაა.

მხარეებმა, ასევე ჰეპატიტების პრევენციის, დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის საკითხები განიხილეს, ასევე იმსჯელეს ქვეყანაში წარმატებით დანერგილ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით საქართველოში მიღწეული პროგრესი ეფუძნება თანმიმდევრულ სახელმწიფო პოლიტიკას, ძლიერ საერთაშორისო პარტნიორობასა და ქართველი ექიმების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების მრავალწლიან პროფესიულ საქმიანობას.

შეხვედრის მონაწილეებმა, ხაზი გაუსვეს საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ ელიმინაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია არსებული პოლიტიკის თანმიმდევრული გაგრძელება“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობომიხეილ სარჯველაძე WHO-ს ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სარჯველაძე WHO-ს ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციის მისიის წარმომადგენლებს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები