პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აქუბარდია ჟენევის მოლაპარაკებები: მოსკოვს უკვე აქცენტი გადააქვს საქართველოში მოქმედ „რადიკალურ ძალებსა“ და მათ დასავლელ პარტნიორებზე

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

თეონა აქუბარდიას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებებზე მოსკოვმა საფრთხედ „რადიკალური ძალები“ დაასახელა, რაც „ქართული ოცნების“ რიტორიკას ემთხვევა, რომელიც პროდასავლური ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს.

აქუბარდია ჟენევის მოლაპარაკებები: მოსკოვს უკვე აქცენტი გადააქვს საქართველოში მოქმედ „რადიკალურ ძალებსა“ და მათ დასავლელ პარტნიორებზე
TV პირველი

თეონა აქუბარდია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდს აფასებს - პოლიტიკოსის თქმით, 68-ე რაუნდის რუსეთის განცხადებაში განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ მოსკოვი ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობისთვის საფრთხედ უკვე პირდაპირ ასახელებს საქართველოში მოქმედ „რადიკალურ ძალებს“ და მათ დასავლელ პარტნიორებს.

მისი თქმით, ეს ფორმულირება ქართულ პოლიტიკურ კონტექსტში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ქართული ოცნება საკონსტიტუციო სარჩელით სწორედ პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს და მათ ქვეყნის უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წესრიგისთვის საფრთხედ წარმოაჩენს.

ჟენევის 68-ე რაუნდი: რატომ აღარ ასახელებს რუსეთი საფრთხედ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის კურსს და რატომ გადააქვს აქცენტი „რადიკალურ ძალებზე“?

10–11 ნოემბერს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდი გაიმართა. რუსეთის, აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების განცხადებებში კვლავ გაჟღერდა საქართველოსგან ძალის არგამოყენების იურიდიულად სავალდებულო გარანტიების მოთხოვნა, ე.წ. საზღვრის დელიმიტაციის საკითხი და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის მოთხოვნა.

თუმცა რუსეთის განცხადებაში ამჯერად განსაკუთრებით საყურადღებოა არა მხოლოდ ის, თუ რა საკითხებს ასახელებს მოსკოვი, არამედ ისიც, თუ პოლიტიკურად როგორ ცვლის საფრთხის წყაროს აღწერას.

67-ე რაუნდზე, ივლისში, რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების განცხადებებში საფრთხედ სახელდებოდა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის კურსი, ალიანსთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება და საქართველოში NATO-ს სამხედრო წვრთნების ჩატარება. ამგვარად, ბუნებრივია ხელოვნურას, თუმცა საფრთხის წყაროდ წარმოდგენილი იყო საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა და მისი დასავლური უსაფრთხოების კავშირები.

68-ე რაუნდის განცხადებაში კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე წერს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას მუდმივი რისკები ემუქრება „როგორც თავად საქართველოში არსებული რადიკალური ძალებისგან, ისე მისი არაერთი უახლოესი უცხოელი პარტნიორისგან, უპირველეს ყოვლისა, NATO-ს წევრი სახელმწიფოებისგან“. სამინისტროს მტკიცებით, ეს ძალები და სახელმწიფოები სამხრეთ კავკასიაში არსებული „რეალობის“ აღიარებაზე უარს ამბობენ და თბილისთან სამხედრო თანამშრომლობას კიდევ უფრო აძლიერებენ.

რატომ ჩნდება ამჯერად საფრთხის აღწერაში „რადიკალური ძალები“ და არა უშუალოდ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის კურსი?

ეს ფორმულირება რუსეთის პოლიტიკური გზავნილის მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიუთითებს. მოსკოვი ერთმანეთისგან აცალკევებს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასა და იმ შიდა პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც „რადიკალებად“ მოიხსენიებს. ამით საფრთხის წყაროდ მხოლოდ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური არჩევანი კი აღარ სახელდება, არამედ ქვეყნის შიდა პოლიტიკური სივრცის კონკრეტული ნაწილი და მისი დასავლელი მხარდამჭერები.

ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის მიმართ პოზიცია შეუცვლია. თუმცა განცხადების ახალი აქცენტი აჩვენებს, რომ მოსკოვი საკუთარ რიტორიკას საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ რეალობას არგებს: საფრთხედ წარმოაჩენს არა იმდენად მოქმედი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას, რამდენადაც იმ ძალებს, რომლებიც დასავლურ ინტეგრაციას, NATO-სთან თანამშრომლობასა და რუსეთის გავლენის წინააღმდეგობას უჭერენ მხარს. ამავე დროს, რუსეთს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობს „რადიკალურ ძალებში“.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომლითაც ხუთი პროდასავლური კურსის მხარდამჭერი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს.

მმართველი პარტია ამ პოლიტიკურ ძალებს ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხედ წარმოაჩენს. სწორედ აქ იკვეთება რუსეთის განცხადებასა და ქართული ოცნების პოლიტიკურ რიტორიკას შორის ნარატივის თანხვედრა: ორივე შემთხვევაში ქვეყნის შიდა პოლიტიკური დაპირისპირების ცენტრში პროდასავლური პოლიტიკური ძალები ექცევიან, ხოლო დასავლელ პარტნიორებთან კავშირი საფრთხის კონტექსტში განიხილება.

ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის განცხადებებში არსებული აქცენტებიც.

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი კვლავ მოითხოვს საქართველოსთან ძალის არგამოყენების ცალკე, ორმხრივ შეთანხმებას და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან „ნეიტრალიტეტს, ობიექტურობასა და თანაბარ დისტანციას“. ამგვარი მოთხოვნა ცდილობს, საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი წარმოაჩინოს მხარეებს შორის თანაბარი პასუხისმგებლობის კონტექსტში.

ოკუპორებული სოხუმის განცხადებაში კი, უსაფრთხოების ტრადიციულ საკითხებთან ერთად, უფრო თვალსაჩინოა საერთაშორისო იზოლაციის, სპორტული და აკადემიური კავშირების თემა. ამით სოხუმი ცდილობს, ჟენევის დღის წესრიგში ე.წ. საერთაშორისო ჩართულობისა და აღიარების საკითხებიც შეიტანოს.

რუსეთი, სოხუმი და ცხინვალი კვლავ აყენებენ ჟენევის მოლაპარაკებების შვეიცარიიდან სხვა, მათი შეფასებით, „ნეიტრალურ“ ქვეყანაში გადატანის საკითხსაც.

ეს მოთხოვნა ახალი არ არის, თუმცა მისი განმეორება და საოკუპაციო რეჟიმების მხარდაჭერა მიუთითებს, რომ მოსკოვი ცდილობს არა მხოლოდ შეხვედრის ადგილის შეცვლას, არამედ იმ პოლიტიკური და ინსტიტუციური გარემოს გადახედვასაც, რომელშიც კონფლიქტში რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება.

შესაბამისად:

68-ე რაუნდის რუსეთის განცხადებაში განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ მოსკოვი ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობისთვის საფრთხედ უკვე პირდაპირ ასახელებს საქართველოში მოქმედ „რადიკალურ ძალებს“ და მათ დასავლელ პარტნიორებს. ეს ფორმულირება ქართულ პოლიტიკურ კონტექსტში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს: ქართული ოცნება საკონსტიტუციო სარჩელით სწორედ პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს და მათ ქვეყნის უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წესრიგისთვის საფრთხედ წარმოაჩენს.

აქ საქმე მხოლოდ პოლიტიკური გზავნილების მსგავსებას არ ეხება. როდესაც მმართველი პარტია შიდა პოლიტიკურ სივრცეში პროდასავლურ ძალებს საფრთხედ წარმოაჩენს და მათი აკრძალვისკენ მიმართულ პოლიტიკას ატარებს, ხოლო რუსეთი იმავე პოლიტიკურ ძალებსა და მათ დასავლელ პარტნიორებს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობისთვის საფრთხედ ასახელებს, იქმნება ნარატივების სახიფათო თანხვედრა. ეს თავისთავად არ ადასტურებს შეთანხმებულ მოქმედებას, თუმცა აჩენს არსებით კითხვას: რამდენად შეუძლია საქართველოს დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, თუ ქვეყნის შიგნით პროდასავლური პოლიტიკური ძალები პოლიტიკური სივრციდან გარიყვის სამიზნე ხდებიან, ხოლო რუსეთის რიტორიკაში ისინი უკვე ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობისთვის საფრთხის წყაროდ არიან წარმოდგენილი?

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა მხოლოდ საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების საკითხი არ არის. ის პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის სუვერენულ არჩევანს, პოლიტიკურ პლურალიზმსა და იმ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ და მხარს უჭერენ. ამიტომ მმართველი პარტიის რიტორიკისა და პოლიტიკის ამგვარი თანხვედრა რუსეთის გზავნილთან ქმნის რისკს, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესები თანდათან დასცილდეს იმ პოლიტიკურ და საერთაშორისო საყრდენებს, რომლებზეც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა დგას".- წერს თეონა აქუბარდია.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მოსკოვი კვლავ ითხოვს ორმხრივ შეთანხმებებს თბილისსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები