ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოსკოვი კვლავ ითხოვს ორმხრივ შეთანხმებებს თბილისსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ვიდეოკონფერენციის შემდეგ აცხადებს, რომ აუცილებელია თბილისსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის ძალის არგამოყენების გარანტიები და საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია. აღნიშნული მოთხოვნები, სპეციალისტების შეფასებით, ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას უტოლდება და საქართველოს ხელისუფლება მათ მუდმივად ეწინააღმდეგება.

მოსკოვი კვლავ ითხოვს ორმხრივ შეთანხმებებს თბილისსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის
მოსკოვი კვლავ ითხოვს ორმხრივ შეთანხმებებს თბილისსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორისრადიო თავისუფლება

ამ შინაარსის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ.

“რუსული მხრიდან კვლავ გაესვა ხაზი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მყარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიმართული ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას. პრაქტიკულ ჭრილში, ყურადღება უნდა გამახვილდეს კონკრეტული ზომების შემუშავებაზე, რაც, პირველ რიგში, ეხება ოფიციალური თბილისის მიერ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის არგამოყენების გარანტიების მიცემას, ასევე ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთოსური სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას მათი შემდგომი დემარკაციით”, - რუსეთის საგარეო უწყების თანახმად, ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარეებს - გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი ესაუბრა. გალუზინი წარმოადგენს რუსეთს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს მოსკოვში „ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო დისკუსიებს“ უწოდებენ.

კრემლის უცვლელი მოთხოვნები უკვე წლებს ითვლის. მათი შესრულება, სპეციალისტების შეფასებით, ავტომატურად ნიშნავს საქართველოს მიერ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას. საქართველოს სახელმწიფო ამ მოთხოვნებს ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო, 67-ე რაუნდი 2026 წლის 30 ივნისს–1 ივლისს გაიმართა. მოლაპარაკებების მომდევნო, 68-ე რაუნდი 2026 წლის 10-11 ნოემბერს გაიმართება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რუსული მხრიდან კვლავ გაესვა ხაზი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მყარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიმართული ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას. პრაქტიკულ ჭრილში, ყურადღება უნდა გამახვილდეს კონკრეტული ზომების შემუშავებაზე, რაც, პირველ რიგში, ეხება ოფიციალური თბილისის მიერ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის არგამოყენების გარანტიების მიცემას, ასევე ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთოსური სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას მათი შემდგომი დემარკაციით“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსეთის საგარეო უწყება - ყურადღება უნდა გამახვილდეს თბილისის მიერ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემაზე, ასევე სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის დაწყებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები