პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ცხინვალი და სოხუმი თბილისისგან ძალის არგამოყენების შეთანხმებას მოითხოვენ

ეუთო

ჟენევის დისკუსიების 68-ე რაუნდზე ცხინვალმა და სოხუმმა თბილისთან ძალის არგამოყენების შეთანხმების გაფორმება მოითხოვეს; ქართული მხარის პოზიციით კი, მსგავსი საკითხი მხოლოდ რუსეთთან უნდა განიხილებოდეს.

ცხინვალი და სოხუმი თბილისისგან ძალის არგამოყენების შეთანხმებას მოითხოვენ
ნეტგაზეთი

ჟენევაში, 10–11 ნოემბერს, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების 68-ე რაუნდი გაიმართა. შეხვედრაში საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, დე ფაქტო აფხაზეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციები მონაწილეობდნენ. დისკუსიებს ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები თანათავმჯდომარეობდნენ.

ორივე დე ფაქტო ხელისუფლებამ შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებებში მთავარ საკითხად საქართველოსთან ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება დაასახელა.

თბილისის პოზიციით, საქართველოს გაცხადებული აქვს ძალის არგამოყენება, რაც შეეხება დოკუმენტის გაფორმებას, ქართული მხარე მიიჩნევს, რომ ძალის არგამოყენებაზე მსგავსი შეთანხმების საკითხი რუსეთის ფედერაციასთან უნდა განიხილებოდეს, რადგან სწორედ რუსეთია კონფლიქტის მხარე და არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებები.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცხინვალის დელეგაციამ მხარი დაუჭირა ძალის არგამოყენების შესახებ პოლიტიკური დოკუმენტის შემუშავებაზე მუშაობის გაგრძელებას. უწყების მტკიცებით, საბოლოოდ ეს “საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის არგამოყენების ან მისი გამოყენების მუქარის აკრძალვის შესახებ სრულფასოვანი, იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებისკენ გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს”.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების შეფასებით, სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარება, საერთო ჯამში, შედარებით მშვიდია. ამასთან, დელეგაციამ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, დაიცვან ნეიტრალიტეტისა და ობიექტურობის პრინციპები.

ცხინვალის განცხადებით, ქართული მხარე ხელს უშლის სამი ოსი მოქალაქის – ს. პლიევის, ა. ხაჩიროვისა და ა. ხუგაევის იძულებით გაუჩინარების საქმეების გამოძიებაში პროგრესს.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოხუმის დელეგაციამ ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის გაფორმების აუცილებლობასთან ერთად, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობის აღდგენის საკითხიც წამოჭრა.

უწყების ცნობით, აფხაზურმა მხარემ მექანიზმის სრულფასოვანი მუშაობის აღსადგენად დამატებითი წინადადებები წარადგინა, რათა არსებული უთანხმოებების დაძლევისა და ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების მოძებნის შესაძლებლობა შეიქმნას.

სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებამ დისკუსიებზე ასევე დააყენა აფხაზი სპორტსმენებისთვის საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის ხელშეშლის საკითხი. მისი მტკიცებით, ქართული მხარე ზეწოლას ახდენდა ორგანიზატორებზე, რათა აფხაზ სპორტსმენებს თურქეთში მხატვრულ ტანვარჯიშში გამართულ ტურნირსა და ესპანეთში დომინოს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა ვერ მიეღოთ.

გარდა ამისა, აფხაზურმა დელეგაციამ კვლავ ისაუბრა თურქეთში ადნანის მენდერესის უნივერსიტეტის დოცენტ ელჩინ აძინბას მიმართ მუქარისა და ზეწოლის შემთხვევებზე. აძინბამ ჟენევაში გაეროს უმცირესობათა საკითხების ფორუმზე აფხაზეთის მცხოვრებთა საერთაშორისო იზოლაციის პრობლემა წამოჭრა.

სოხუმის განცხადებით, დაუშვებელია ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და სპორტული ურთიერთობების პოლიტიზება.

ჟენევის დისკუსიების მომდევნო, 69-ე რაუნდის გამართვა 2027 წლის მარტში იგეგმება.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მოსკოვი კვლავ ითხოვს ორმხრივ შეთანხმებებს თბილისსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები