პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი - 14 წელია გვესმის „დიქტატურა“, „რუსეთი“, მსგავსი აბსურდი და ბოდვა, მოსაბეზრებელია ასეთი აგენტურული ოპოზიციის ყოლა - პოლიტიკური ველი აგენტურული პარტიებისგან უნდა გაჯანსაღდეს

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

დეპუტატ ლევან მაჭავარიანის განცხადებით, პოლიტიკური ველი „აგენტურული პარტიებისგან“ უნდა გაჯანსაღდეს, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის სარჩელი შეიტანა.

ლევან მაჭავარიანი - 14 წელია გვესმის „დიქტატურა“, „რუსეთი“, მსგავსი აბსურდი და ბოდვა, მოსაბეზრებელია ასეთი აგენტურული ოპოზიციის ყოლა - პოლიტიკური ველი აგენტურული პარტიებისგან უნდა გაჯანსაღდეს
ინტერპრესნიუსი

14 წელია გვესმის ერთი და იგივე: „დიქტატურა“, „რუსეთი“, მსგავსი აბსურდი და ბოდვები - უკვე მართლა მობეზრდა ჩვენს საზოგადოებას ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, მოსაბეზრებელია ასეთი აგენტურული ოპოზიციის ყოლა პოლიტიკაში, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დროა, პოლიტიკური ველი აგენტურული პარტიებისგან გაჯანსაღდეს, ამიტომ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელი შეიტანა.

“რა თქმა უნდა, სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ დანაშაულებს, რასაც “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა” ჩადიოდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და შემდეგ იმ საბოტაჟირების მუდმივ პროცესს, რომელსაც ისინი უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს ეწევიან. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ისინი შეფასებული არიან, ქართველმა ხალხმა ისინი შეაფასა - 10 არჩევნები ძალიან დიდი ანგარიშით წააგეს, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს. სწორედ ამიტომ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება. ეს არის ჩვენი სურვილი, თუმცა გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სარჩელი საკმარისად არის გამყარებული ფაქტებით, მტკიცებულებებით. მიმდინარე კვირას ჩვენს საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში მოისმინოს, თუ რა არგუმენტების წარმოდგენა შეუძლია აგენტურულ ოპოზიციას. მე ვფიქრობ, რომ მათ ფიზიკურად არ აქვთ არგუმენტები, რაც შეუძლიათ ჩვენს სარჩელს დაუპირისპირონ.

კითხვა-პასუხის რეჟიმში დავინახავთ, რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია ეს აგენტურული ოპოზიცია. 14 წელია გვესმის ერთი და იგივე - “დიქტატურა”, “რუსეთი”, მსგავსი აბსურდი და ბოდვები. უკვე მართლა მობეზრდა ჩვენს საზოგადოებას ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, მოსაბეზრებელია ასეთი აგენტურული ოპოზიციის ყოლა პოლიტიკაში. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ საკონსტიტუციო სარჩელი შევიტანეთ, არის ის, რომ დროა, პოლიტიკური ველი აგენტურული პარტიებისგან გაჯანსაღდეს და ამის შემდეგ, უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეთ, რომ პოლიტიკაში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდები შემოვიდნენ," - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში პოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა ხვალ განახლდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ჩვენი სარჩელი მტკიცებულებებითაა გამყარებული, აგენტურულ ოპოზიციას კი არ აქვს არგუმენტები, რომელსაც ჩვენს სარჩელს დაუპირისპირებდნენ
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი - სააშკარაოზე გამოდის ხუთი არაკონსტიტუციური პარტიის დანაშაულების კასკადი - იქნება პროცესის გაწელვის მცდელობა, შეეცდებიან, თავის დაძვრენას, რასაც, ბუნებრივია, ვერ შეძლებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები