ნოდარ კაპანაძე: ორი ვარიანტია - ან ქვეყანა იქნება დერეფნის მფლობელი, ან იქნება დერეფანი. უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ ქვეყანა, რომელსაც აქვს დერეფანი
სტატისტიკოს ნოდარ კაპანაძის განცხადებით, ქვეყანა ან დერეფნის მფლობელი უნდა იყოს, ან თავად გადაიქცევა დერეფნად, რის გამოც ჩინეთთან ურთიერთობა და მიმდინარე ეკონომიკური ნაბიჯები აუცილებელია.

ორი ვარიანტია - ან ქვეყანა იქნება დერეფნის მფლობელი, ან იქნება დერეფანი. უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ ქვეყანა, რომელსაც აქვს დერეფანი, - განაცხადა სტატისტიკოსმა ნოდარ კაპანაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
წამყვანმა ჰკითხა, ეკონომიკური სარგებლის გარდა, ჩინეთთან ურთიერთობას უსაფრთხოების კუთხით სარგებელი თუ ახლავს.
„ორი ვარიანტია - ან ქვეყანა იქნება დერეფნის მფლობელი, ან იქნება დერეფანი. უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ ქვეყანა, რომელსაც აქვს დერეფანი. ამისთვის საჭიროა ის, რაც კეთდება. ევროპის ლიდერებმა ძალიან მოუხშირეს ვიზიტებს ჩინეთში. ჩინეთი დღეს მსოფლიოს სახელოსნოა ისევე, როგორც ინდოეთი. დღეს ჩინეთი არის ქვეყანა, სადაც ყველა სპეციალობის მუშაკი ერთ ადგილასაა თავმოყრილი. ჩინეთის განათლების სისტემა ამ გიგანტურ ეკონომიკას უწყვეტად ამარაგებს უმაღლესი კვალიფიკაციის კადრებით. ჩინეთთან ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპისთვის“, - აღნიშნა კაპანაძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…