ნოდარ კაპანაძე: „დღევანდელ ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა სრულიად უპერსპექტივოა. ჩვენ მათ სუფრაზე მენიუში ვართ, ოფიციანტადაც კი არ ვართ მიწვეული – ეს უნდა ვიცოდეთ“
სტატისტიკოს ნოდარ კაპანაძის მტკიცებით, საქართველოს ურთიერთობა დღევანდელ ევროკავშირთან სრულიად უპერსპექტივოა და ქვეყანა მათ სუფრაზე ოფიციანტადაც კი არ არის მიწვეული, არამედ მენიუშია.

„დღევანდელ ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა სრულიად უპერსპექტივოა. ჩვენ მათ სუფრაზე მენიუში ვართ, ოფიციანტადაც კი არ ვართ მიწვეული – ეს უნდა ვიცოდეთ“, – ამის შესახებ სტატისტიკოსმა და ექსპერტმა, ნოდარ კაპანაძემ ევროკავშირზე საუბრისას განაცხადა.
„ევროპის ქვეყნებთან – სათითაოდ ყველასთან – ურთიერთობა, რა თქმა უნდა, აუცილებელი და საჭიროცაა, თუმცა საკითხავია დღევანდელ ევროკავშირთან – რომლის საფუძველიც 1951 წელს შექმნილი ფოლადისა და ქვანახშირის ევროპული გაერთიანებაა და რომელიც შემდგომ თანდათან გაიზარდა, ხოლო 1992 წლის მაასტრიხტის ხელშეკრულების შემდეგ უკვე ევროკავშირად ჩამოყალიბდა – აი, ამ გაერთიანებასთან ჩვენი ურთიერთობა რამდენად პერსპექტიულია? მე ამაზე ცალსახა დასკვნა მაქვს, რომ სრულიად უპერსპექტივოა. ჩვენ ამ სუფრაზე მენიუში ვართ, ოფიციანტადაც კი არ ვართ მიწვეული – ეს უნდა ვიცოდეთ.
რაც შეეხება თვითონ ევროკავშირის იდეას, ეს იდეა ახალი არ არის. ევროკავშირის დღევანდელი ვერსია მე-5 ინტეგრაციაა. პირველი იყო კარლოს დიდის იმპერია, მეორე – გერმანელი ერის საღმთო იმპერია, მესამე – ნაპოლეონი, მეოთხე იყო ჰიტლერის „მესამე რეიხი“, ხოლო დღევანდელი – მეხუთე ინტეგრაციაა. ყველა მათგანის იდეა იყო „Drang nach Osten“ (შემტევი პოლიტიკა აღმოსავლეთის მიმართულებით) და აი, ამ „Drang nach Osten“-ის, ასე ვთქვათ, ფრონტის ხაზი ვართ ჩვენ“, – განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.
ციტატები სტატიიდან
„დღევანდელ ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა სრულიად უპერსპექტივოა. ჩვენ მათ სუფრაზე მენიუში ვართ, ოფიციანტადაც კი არ ვართ მიწვეული – ეს უნდა ვიცოდეთ“
„ევროპის ქვეყნებთან – სათითაოდ ყველასთან – ურთიერთობა, რა თქმა უნდა, აუცილებელი და საჭიროცაა, თუმცა საკითხავია დღევანდელ ევროკავშირთან – რომლის საფუძველიც 1951 წელს შექმნილი ფოლადისა და ქვანახშირის ევროპული გაერთიანებაა და რომელიც შემდგომ თანდათან გაიზარდა, ხოლო 1992 წლის მაასტრიხტის ხელშეკრულების შემდეგ უკვე ევროკავშირად ჩამოყალიბდა – აი, ამ გაერთიანებასთან ჩვენი ურთიერთობა რამდენად პერსპექტიულია? მე ამაზე ცალსახა დასკვნა მაქვს, რომ სრულიად უპერსპექტივოა. ჩვენ ამ სუფრაზე მენიუში ვართ, ოფიციანტადაც კი არ ვართ მიწვეული – ეს უნდა ვიცოდეთ. რაც შეეხება თვითონ ევროკავშირის იდეას, ეს იდეა ახალი არ არის. ევროკავშირის დღევანდელი ვერსია მე-5 ინტეგრაციაა. პირველი იყო კარლოს დიდის იმპერია, მეორე – გერმანელი ერის საღმთო იმპერია, მესამე – ნაპოლეონი, მეოთხე იყო ჰიტლერის „მესამე რეიხი“, ხოლო დღევანდელი – მეხუთე ინტეგრაციაა. ყველა მათგანის იდეა იყო „Drang nach Osten“ (შემტევი პოლიტიკა აღმოსავლეთის მიმართულებით) და აი, ამ „Drang nach Osten“-ის, ასე ვთქვათ, ფრონტის ხაზი ვართ ჩვენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…