პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რევაზ კარანაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ეს არის ჩვენი და ჩინეთს სახალხო რესპუბლიკის ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე გადატანა

საქართველოს მთავრობა

პოლიტ-ეკონომისტ რევაზ კარანაძის განცხადებით, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე გადატანაა და რუსეთის გზის ჩაკეტვის ფონზე საქართველო ჩინეთისთვის ხელსაყრელ სტრატეგიულ პარტნიორად რჩება.

რევაზ კარანაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ეს არის ჩვენი და ჩინეთს სახალხო რესპუბლიკის ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე გადატანა
იმედინიუსი

პოლიტ-ეკონომისტმა, რევაზ კარანაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა.

კარანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის საქართველოსა და ჩინეთს სახალხო რესპუბლიკის ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე გადატანა.

„ასეთი მაღალი დონის ვიზიტი, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს არის ჩვენი და ჩინეთს სახალხო რესპუბლიკის ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე გადატანა. ვფიქრობ, ევრაზიაში ჩინეთი დღეს არის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, რომელიც მშვიდობიანი, ეკონომიკური ურთიერთობებით ცდილობს დაამყაროს ყველასთან ურთიერთობა.

ჩვენი რეგიონი მთლიანად არის ევრაზიის კონტინენტის ნაწილი, რომელიც აკავშირებს ჩინეთს დასავლეთთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროპასა და რუსეთს შორის საზღვრები ჩაკეტილია, დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი გზები არის შემცირებული, იქედან გამომდინარე, რომ რუსეთი ხშირ შემთვევაში იყო ერთ-ერთი პირდაპირი გზა. ეს გზა ახლა არის ჩაკეტილი და საქართველო და მათ შორის კავკასია, რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ გეოგრაფიულ სახელმწიფოდ რეგიონში. ამ კუთხით, ჩინეთისთვის ძალიან ხელსაყრელია საქართველო.

რაც უფრო ბევრი პარტნიორი გვეყოლება, უკეთესია ქვეყანაში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის“, - აღნიშნა რევაზ კარანაძემ.

საქართველოს მთავრობის მოწვევით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, ხან ჭენგი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია - ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ასეთი მაღალი დონის ვიზიტი, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს არის ჩვენი და ჩინეთს სახალხო რესპუბლიკის ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე გადატანა. ვფიქრობ, ევრაზიაში ჩინეთი დღეს არის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, რომელიც მშვიდობიანი, ეკონომიკური ურთიერთობებით ცდილობს დაამყაროს ყველასთან ურთიერთობა. ჩვენი რეგიონი მთლიანად არის ევრაზიის კონტინენტის ნაწილი, რომელიც აკავშირებს ჩინეთს დასავლეთთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროპასა და რუსეთს შორის საზღვრები ჩაკეტილია, დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი გზები არის შემცირებული, იქედან გამომდინარე, რომ რუსეთი ხშირ შემთვევაში იყო ერთ-ერთი პირდაპირი გზა. ეს გზა ახლა არის ჩაკეტილი და საქართველო და მათ შორის კავკასია, რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ გეოგრაფიულ სახელმწიფოდ რეგიონში. ამ კუთხით, ჩინეთისთვის ძალიან ხელსაყრელია საქართველო. რაც უფრო ბევრი პარტნიორი გვეყოლება, უკეთესია ქვეყანაში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის“
რევაზ კარანაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო ჩინეთის პირველი სტრატეგიული პარტნიორია ამიერკავკასიაში და ასევე პირველი ქვეყანაა ევრაზიაში, რომელთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები