პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბრიტანეთმა და აზერბაიჯანმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს

ბრიტანეთმა და აზერბაიჯანმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია გააფორმეს, რომელსაც ხელი ილჰამ ალიევმა და ენდი ბერნემმა მოაწერეს. შეთანხმება თავდაცვის, უსაფრთხოების, ვაჭრობისა და „შუა დერეფნის“ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

ბრიტანეთმა და აზერბაიჯანმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს
რადიო თავისუფლება

ორმხრივ დეკლარაციას ხელს აწერენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი.

დეკლარაცია 12 ნოემბერს, დუბლინში მიიღეს, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების (EPC) კულუარებში.

დოკუმენტი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ინვესტიციების, განათლებისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას.

დეკლარაციის თანახმად, მხარეები აპირებენ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის სამხედრო მომზადების, შესაძლებლობების გაძლიერებისა და თავსებადობის მიმართულებებით. ასევე განიხილავენ თავდაცვის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის, მათ შორის ერთობლივი ინიციატივების შესაძლებლობებს.

საუბარია ასევე ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე - მათ შორის, „შუა დერეფნის“ განვითარების მიმართულებით.

დოკუმენტში მხარეები მიესალმებიან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკოლოზ სამხარაძე ჩინეთში ვიზიტზე: მთავარი ამოცანაა ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები