ნოდარ კაპანაძე – ჩინეთთან ურთიერთობა ბევრ რამეში შეიძლება, ჩვენთვის სასარგებლო იყოს იმით, რომ ჩინეთი არის მრეწველობის ეკონომიკა, რეალური ეკონომიკის ქვეყანა
ეკონომიკის ექსპერტ ნოდარ კაპანაძის განცხადებით, საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივა ნულია, ასოცირების ხელშეკრულებით განვითარება აკრძალულია, ხოლო ჩინეთთან ურთიერთობა ქვეყნისთვის სასარგებლოა.

ევროპულ ინტეგრაციასთან თავსებადობას რაც შეეხება, ჩემი აზრით, მაგასთან არაფერი არ არის თავსებადი, რადგან ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა ჩვენ გვაქვს ნული, – ასე უპასუხა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, ნოდარ კაპანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ წამყვანის შეკითხვას, როცა საქართველოს პრემიერი ჩინეთთან განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირზე საუბრობს, კონკრეტულად რომელ ღირებულებებს შეიძლება ეფუძნებოდეს ეს კავშირი და როგორ შეიძლება ეს აისახოს საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს კითხვა დაუსვა, ჩინეთთან გაღრმავებული პარტნიორობა რამდენად თავსებადი არის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სტრატეგიასთან, როგორ უნდა შეავსოს ამ ორმა მიმართულებამ ერთმანეთი და სად შეიძლება გაჩნდეს წინააღმდეგობა, თუკი შეიძლება ასეთი რამ მოხდეს.
„ყველას ვურჩევ, წაიკითხოს ასოცირების ხელშეკრულება ყურადღებით. ჩვენ ამ ხელშეკრულების თანახმად, განვითარება გვაქვს აკრძალული. ასე რომ, ღმერთმა დაგვიფაროს მანდ გაწევრიანებისგან. ეს იყო ჩემი პოზიცია, არის და იქნება, იმიტომ, რომ იქ ისეთი პირობებია დაწესებული. რაც შეეხება ჩინეთთან ღირებულებით ერთიანობას, ჩინეთი კონფუციანური ქვეყანაა და მასთან ღირებულებითი ერთობა ბევრი გვაქვს. ჩინეთთან ურთიერთობა ბევრ რამეში შეიძლება ჩვენთვის სასარგებლო იყოს იმით, რომ ჩინეთი არის მრეწველობის ეკონომიკა, რეალური ეკონომიკის ქვეყანა“, – განაცხადა კაპანაძემ.
მისი თქმით, ჩინეთმა 2010 წლიდან თავის გიგანტურ ეკონომიკურ ხომალდს კურსი შეუცვალა და მიმართა ქვეყნის შიგნით განვითარების ვექტორი, რის შედეგადაც ბოლო ათ წელიწადში 800 მილიონი კაცი ამოვიდა სიღარიბიდან და გადავიდა საშუალო ფენაში.
„ეს ძალიან სერიოზული ცვლილებაა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ქვეყანა არ იყოს მხოლოდ ექსპორტდამოკიდებული. ექსპორტდამოკიდებულება ისეთივე თანრიგის პრობლემაა, როგორც იმპორტდამოკიდებულება, რაც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა კაპანაძემ.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, რაც შეეხება ჩვენს სტრატეგიულ მდებარეობას და სატრანზიტო შესაძლებლობებს, რუკას უნდა შევხედოთ.

10.11.2026
დისკუსია აქტუალურ თემაზე – საქართველოს როლი და ადგილი ახალ მსოფლიო წესრიგში #LIVE
„უბრალოდ, რუკას შევხედოთ, არ არის აუცილებელი დეტალური პოლიტიკური რუკა, გლობუსიც საკმარისია იმისთვის, რათა დავინახოთ, რომ დიდი აბრეშუმის გზის ჩრდილოეთის მარშრუტი მთლიანად დაკეტილია თითქმის, სამხრეთის მარშრუტი თავისი ბაბ-ელ-მანდების სრუტით და სუეცის არხებით დაკეტილია თითქმის, მალაკის სრუტეში აშშ-ის ბაზა დგას და ნებისმიერ წამში შეუძლია მისი დაკეტვა, სადაც 80% გადის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ვაჭრობის ევროპასთან. ანუ, ჰელფორდ მაკინდერის თეორიას თუ გავიხსენებთ, ჰარტლენდის თეორიას, სწორედ ამ ვიწრო გასასვლელების გაკონტროლება არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. მთელ ამ გეოგრაფიაში ერთადერთ შედარებით მშვიდ მარშრუტად რჩება კავკასიის მარშრუტი. ე.წ. ტრამპის გზაზე რომ იყო საუბარი, ირანის მუქარა იყო სომხეთის მიმართ, რომელიც გუშინ გამოითქვა, თუ არ ვცდები და ეს ძალიან სერიოზულია და ძალიან დიდ ეჭვქვეშ აყენებს ამ მარშრუტის პერსპექტივას. პრინციპში, მე ყოველთვის სკეპტიკურად ვიყავი ამის მიმართ განწყობილი. შუა აზიის ქვეყნების ერთად, ჩინეთის ვაჭრობის მოცულობა ევროპის ქვეყნებთან არის წელიწადში 230 მილიონი ტონა ტვირთი. ჩინეთის გრძელვადიან მიზნებში საქართველოს მდებარეობა ძალიან აქტუალური უნდა იყოს წესით და არა მარტო ჩინეთისთვის, ასევე შუა აზიის ქვეყნებისთვის, ვინაიდან ეს არის პირდაპირი კარიბჭე ევროპასთან კავშირისთვის. ევროპაში თუ მშვიდობა იქნება, და, იმედია, იქნება, სავაჭრო ურთიერთობები ყოველთვის აქტუალურია, რა პირობებიც არ უნდა იყოს და ყველა შემთხვევაში ეს ძალიან პერსპექტიული მიმართულებაა. 230 მილიონი ტონა ტვირთი არის ის მოცულობა, საიდანაც თუნდაც 5% რომ წამოვიდეს ჩვენკენ, ჩვენს სატრანზიტო შესაძლებლობას ალბათ სრულად დატვირთავს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ კორიდორის მფლობელი ქვეყანა და არა თვითონ კორიდორი, რადგან კორიდორი როცა ხარ, მაშინ ნაკლებად გიფრთხილდებიან, ხოლო როცა კორიდორის მფლობელი ქვეყანა ხარ, უფრო მეტი ფასი გაქვს“, – განაცხადა კაპანაძემ.
მისივე თქმით, საქართველომ თავისი ეკონომიკის სტრუქტურას უნდა მივხედოთ.
„მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ჩვენი ეკონომიკა მაინც მომსახურების ეკონომიკაა. კი, რეალური ეკონომიკური ზრდა არის და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ეს ზრდა რის ხარჯზე მოდის, თუ მის სტრუქტურას განვიხილავთ, ვნახავთ, რომ არ არის მდგრადი ზრდა, ვინაიდან ტურიზმის სექტორი ძალიან კარგია, მაგრამ პირველი დაიხურება ნებისმიერი კრიზისის დროს და ეს ჩვენ ვნახეთ პანდემიის დროს, როგორ მოხდა“, – განაცხადა კაპანაძემ.
ციტატები სტატიიდან
„ყველას ვურჩევ, წაიკითხოს ასოცირების ხელშეკრულება ყურადღებით. ჩვენ ამ ხელშეკრულების თანახმად, განვითარება გვაქვს აკრძალული. ასე რომ, ღმერთმა დაგვიფაროს მანდ გაწევრიანებისგან. ეს იყო ჩემი პოზიცია, არის და იქნება, იმიტომ, რომ იქ ისეთი პირობებია დაწესებული. რაც შეეხება ჩინეთთან ღირებულებით ერთიანობას, ჩინეთი კონფუციანური ქვეყანაა და მასთან ღირებულებითი ერთობა ბევრი გვაქვს. ჩინეთთან ურთიერთობა ბევრ რამეში შეიძლება ჩვენთვის სასარგებლო იყოს იმით, რომ ჩინეთი არის მრეწველობის ეკონომიკა, რეალური ეკონომიკის ქვეყანა“
„ეს ძალიან სერიოზული ცვლილებაა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ქვეყანა არ იყოს მხოლოდ ექსპორტდამოკიდებული. ექსპორტდამოკიდებულება ისეთივე თანრიგის პრობლემაა, როგორც იმპორტდამოკიდებულება, რაც ჩვენ გვაქვს“
„უბრალოდ, რუკას შევხედოთ, არ არის აუცილებელი დეტალური პოლიტიკური რუკა, გლობუსიც საკმარისია იმისთვის, რათა დავინახოთ, რომ დიდი აბრეშუმის გზის ჩრდილოეთის მარშრუტი მთლიანად დაკეტილია თითქმის, სამხრეთის მარშრუტი თავისი ბაბ-ელ-მანდების სრუტით და სუეცის არხებით დაკეტილია თითქმის, მალაკის სრუტეში აშშ-ის ბაზა დგას და ნებისმიერ წამში შეუძლია მისი დაკეტვა, სადაც 80% გადის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ვაჭრობის ევროპასთან. ანუ, ჰელფორდ მაკინდერის თეორიას თუ გავიხსენებთ, ჰარტლენდის თეორიას, სწორედ ამ ვიწრო გასასვლელების გაკონტროლება არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. მთელ ამ გეოგრაფიაში ერთადერთ შედარებით მშვიდ მარშრუტად რჩება კავკასიის მარშრუტი. ე.წ. ტრამპის გზაზე რომ იყო საუბარი, ირანის მუქარა იყო სომხეთის მიმართ, რომელიც გუშინ გამოითქვა, თუ არ ვცდები და ეს ძალიან სერიოზულია და ძალიან დიდ ეჭვქვეშ აყენებს ამ მარშრუტის პერსპექტივას. პრინციპში, მე ყოველთვის სკეპტიკურად ვიყავი ამის მიმართ განწყობილი. შუა აზიის ქვეყნების ერთად, ჩინეთის ვაჭრობის მოცულობა ევროპის ქვეყნებთან არის წელიწადში 230 მილიონი ტონა ტვირთი. ჩინეთის გრძელვადიან მიზნებში საქართველოს მდებარეობა ძალიან აქტუალური უნდა იყოს წესით და არა მარტო ჩინეთისთვის, ასევე შუა აზიის ქვეყნებისთვის, ვინაიდან ეს არის პირდაპირი კარიბჭე ევროპასთან კავშირისთვის. ევროპაში თუ მშვიდობა იქნება, და, იმედია, იქნება, სავაჭრო ურთიერთობები ყოველთვის აქტუალურია, რა პირობებიც არ უნდა იყოს და ყველა შემთხვევაში ეს ძალიან პერსპექტიული მიმართულებაა. 230 მილიონი ტონა ტვირთი არის ის მოცულობა, საიდანაც თუნდაც 5% რომ წამოვიდეს ჩვენკენ, ჩვენს სატრანზიტო შესაძლებლობას ალბათ სრულად დატვირთავს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ კორიდორის მფლობელი ქვეყანა და არა თვითონ კორიდორი, რადგან კორიდორი როცა ხარ, მაშინ ნაკლებად გიფრთხილდებიან, ხოლო როცა კორიდორის მფლობელი ქვეყანა ხარ, უფრო მეტი ფასი გაქვს“
„მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ჩვენი ეკონომიკა მაინც მომსახურების ეკონომიკაა. კი, რეალური ეკონომიკური ზრდა არის და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ეს ზრდა რის ხარჯზე მოდის, თუ მის სტრუქტურას განვიხილავთ, ვნახავთ, რომ არ არის მდგრადი ზრდა, ვინაიდან ტურიზმის სექტორი ძალიან კარგია, მაგრამ პირველი დაიხურება ნებისმიერი კრიზისის დროს და ეს ჩვენ ვნახეთ პანდემიის დროს, როგორ მოხდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…